დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხატია სიჭინავა: „ჩემი დედამთილი დიასახლისობის პელეა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე.“
2013/07/22 19:54:25

როგორი მამაა რამაზ ნოზაძე?

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ორი გოგონას დედაა. რამდენიმე წლის წინ, მისი და სპორტსმენ რამაზ ნოზაძის სიყვარული მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ოჯახის შექმნის შემდეგაც, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ხატია სიჭინავა გაჭორვის თემა გახლდათ. დღეს ის ბედნიერი ქალი და ბედნიერი დედაა. ამბობს, რომ სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა და ყველაზე მეტი გაფრთხილებაც სჭირდება. ყოფილ ტელეწამყვანს, დღესდღეობით, ყველაზე მეტად ეკრანთან ყოფნა აკლია. მისთვის ტელევიზია მეორე სახლია და ფიქრობს, სამომავლოდ თუკი რომელიმე ტელევიზიაში მისი ადგილი აღმოჩნდება, ეკრანს აუცილებლად დაუბრუნდება:

ხატია, ორი გოგონა გყავთ. თავად ზრით, თუ დედა, ან ძიძა გეხმარებათ? 

- ჩემს გოგონებს ძიძა, დედამთილი, დედაჩემი და ჩემი და ერთად ზრდიან. ასე რომ, როგორ წამოიჩიტნენ,  არც მიგრძვნია.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ დედამთილთან, როგორ მიმართავთ, ერთად თუ დადიხართ სადმე?

- დედამთილთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. დედათი მივმართავ და გადაცემებში, ძირითადად, ერთად დავდივართ ხოლმე.

- შვილების გაჩენის შემდეგ თავი დაანებეთ კარიერას. ერთი პერიოდი მთლიანად ოჯახზე იყავით გადართული, ეს როგორ და რატომ გადაწყვიტეთ?

- კარიერისთვის თავი არასდროს დამინებებია, თუმცა არ ვიქნები ამბიციური და ვიტყვი,  რომ ჩემი ადგილი, ჯერჯერობით, ტელევიზიაში არ აღმოჩნდა. ჩემი პაუზის მიზეზი მხოლოდ ეს არის. თუმცა, ოჯახი ისეთი თემაა, რომ ნაკლებად ვნერვიულობ, კარიერა აეწყობა თუ არა. ეს ჩემს იდილიას და ბედნიერებას ხელს ვერ შეუშლის.

- ანუ ტელევიზია ისევ გაინტერესებთ...

- რა თქმა უნდა, და ვაპირებ კიდეც, დავუბრუნდე ეკრანებს, თუკი ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე ტელევიზიაში ჩემი ადგილი აღმოჩნდება. ტელევიზია ჩემი მეორე სახლია და ეს არის ერთადერთი რამ, რაც ძალიან მაკლია.

- რამაზის მოთხოვნა (თხოვნა) რამდენად იყო თქვენი დიასახლისობა?

- მე და რამაზი ზუსტად ერთნაირი ხასიათის ვართ. შესაბამისად, უმოქმედობას ვერც საკუთარს ვიტანთ და ვერც – ერთმანეთისას. მისი მოთხოვნა და მისი სურვილი ყოველთვის ემთხვევა ჩემსას. სურს, რომ არ მოვდუნდე და სახლში არ ჩავჯდე.

-  როგორია თქვენი ერთი დღე?

- ყოველი დღე ჩემი ქმრით და ჩემი შვილებით იწყება. ანუ, ყოველი დილა ბედნიერი ღიმილით იწყება და ასეც სრულდება ხოლმე.

- არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ ქალმა მეუღლეს ყურადღება არ უნდა მოაკლოს, როგორც არ უნდა გეზარებოდეთ, თუკი მეუღლეს სადმე წასვლა სურს, თქვენც მიჰყვებით. დღემდე ასეა?

- რა თქმა უნდა.  ოჯახური უთანხმოების მიზეზი დღემდე მგონია წყვილის მოდუნება. ჩვენ დღემდე ერთად დავდივართ აბსოლუტურად ყველგან. როგორც აღნიშნეთ, საშინლად რომ მეზარებოდეს, ამას არ ვიმჩნევ და ხალისით მივყვები, მასთან ერთად ხალისიანად ვატარებ დროს, რადგან ჩემი საყვარელი ადამიანია.

- როგორი მამაა რამაზი?

- რამაზი უზომოდ ყურადღებიანი და თბილი მამაა. ჩვენმა შვილებმა დედაზე და მამაზე ადრე, სიტყვა "მიყვარხარ" ისწავლეს, იმდენჯერ ვიმეორებდით დღეში.

- რამდენად კარგი დიასახლისი ხართ?

- ძალიან კარგად გამომდის დიასახლისობა, თუმცა, არ დაგიმალავთ,  ცოტა ზარმაცი ვარ, თუმცა, როგორი მონდომებულიც არ უნდა ვიყო, ჩემი დედამთილი დიასახლისობის პელეა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

- კერძების გაკეთება თუ იცით, განსაკუთრებით რა გამოგდით კარგად?

- რა თქმა უნდა, ვიცი. ორი პატარა მყავს. მინდა თუ არ მინდა, კერძების კეთება მიწევს. ყველაზე კარგად რუსული ბორშჩი და ჩიხირთმა გამომდის.

საოჯახო საქმეებიდან, რა არის თქვენთვის ყველაზე არასასიამოვნო გასაკეთებელი?

- ყველა ქალს აქვს რაღაც, რაც არ უყვარს. მე უთოსთან ვერ ვმეგობრობ.

- რა შეცვალა რამდენიმეწლიანმა ოჯახურმა, ცხოვრებამ?

- ოჯახურმა თანაცხოვრებამ მე და რამაზის სიყვარული უფრო მეტად გაამტკიცა და გააღრმავა. გვასწავლა,  რომ სიყვარული პატარაა. ბავშვივით არის და ყოველდღიურად თუ არ გამოკვებე, მოკვდება. ჩვენი სიყვარული ჩვენზეა დამოკიდებული და თუ თანაცხოვრება არ ვისწავლეთ ადამიანებმა, გაგვიჭირდებ იმ  გრძნობის შენარჩუნება, რასაც სიყვარულს ვუწოდებთ. ჩვენ წარმატებულად ჩავაბარეთ ორწლიანი გამოცდა და ასევე გავაგრძელებთ შემდეგ წლებსაც.

- სოციალურ ქსელში, ფეისბუქში, აქტიურად გამოირჩევით ხმამაღალი სტატუსებითისე ჩანს, თითქოს პოლიტიკით ხართ მეტნაკლებად დაინტერესებული, ასეა?

- არავითარ  შემთხვევაში. პოლიტიკა – ჩემგან შორს. უბრალოდ, იმდენად პოლიტიზებულ ქალაქში ვცხვრობთ, რომ ემოციებს გამოვხატავ ხოლმე ამა თუ იმ საკითხზე. სულ ეს არის.

- რამაზი არ აპირებს ამ სფეროში თავის მოსინჯვას?

- არ არის ჩემი ქმარი ის პიროვნება, პოლიტიკის ბინძურ სამზარეულოში გამოდგეს, თუმცა, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ჩემმა ქმარმა, მე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები.

 - თქვენ და რამაზი ერთ-ერთი მოსიყვარულე წყვილი ხართ, ქართულ შოუ ბიზნესში. რას ურჩევდი წყვილებს, ეს მუდმივად როგორ უნდა შეინარჩუნონ?

- მე და რამაზმაც ძალიან დიდი და ეკლიანი გზა განვვლეთ, სანამ სამშვიდობოს გავიდოდით. განსაცდელებმა ერთმანეთის სიყვარული და გაფრთხილება გვასწავლა. დღემდე, ყოველ დილას ერთმანეთის კოცნითა და სიტყვით "მიყვარხარ" ვიწყებთ. ასევეა ძილის წინ. იმდენად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რომ ვიცით, როდის უნდა შევეპასუხოთ და როდის უნდა გავჩერდეთ. ელემენტარულ შეკამათებაზე, ჩვენი მაქსიმუმო ორი წუთია. უერთმანეთოდ, უბრალოდ, არ შეგვიძლია ცხოვრება. ამიტომ ვურჩევ ყველა წყვილს, მოძებნონ საერთო სალაპარაკო თემა, ბევრი ისაუბრეთ, ასევე მოძებნეთ საერთო გასართობები, ეცადეთ, ნაკლები დრო გაატაროთ უერთმანეთოდ. ხოლო, როცა ერთად არ ხართ, საათში ერთხელ ერთმანეთს სიყვარული აუხსენით და არასდროს მოდუნდეთ.

- სად აპირებთ ზაფხულის გატარებას, ბავშვებთან ერთად ისვენებთ, თუ მხოლოდ მეუღლესთან ერთად?

- უფროსი უკვე მყავდა ზღვაზე. ამჯერად ორივე ბაკურიანში მიმყავს. აგვისტოს თვეს ისევ ზღვაზე გავატარებთ. მე და ჩემი ქმარი კი სადმე ხმაურიან ზღისპირეთში გავემგზავრებით.

- სამომავლო გეგმები...

- ჩვენ ყოველთვის დღევანდელი დღით ვცხოვრობთ და იშვიათად ვგეგმავთ ხვალინდელს. ექსპრომტად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ამიტომ ყოველი დღე ჩვენთვის სიურპრიზია.

ანა ნოდია

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია