დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იუსტიციის მინისტრი პროკურორის უფლებამოსილებას აღარ შეასრულებს
2013/05/28 18:40:04

უკვე რამდენიმე სასესიო კვირაა, უმრავლესობის წევრის, კობა დავითაშვილის, კანონპროექტთა პაკეტი „პროკურატურის შესახებ“, პლენარულ სხდომაზე ხვადასხვა მიზეზების გამო არ გადის. გუშინდელი ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით კი, აღნიშნულ კანონპროექტს დღეს განიხილავენ. კობა დავითაშვილის თქმით, კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ მთავარი პროკურორი ნომერ პირველი პროკურორი გახდება.

„იუსტიციის მინისტრი აღარ შეასრულებს პროკურორის უფლებამოსილებას, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მას კონსტიტუცია პროკურატურის ორგანოებზე გარკვეულ ხელმძღვანელობას ავალდებულებს, გარკვეული ფუნქციები მაინც დარჩება. ბალანსი იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას შორის სწორედ ამ კანონპროექტშია წარმოდგენილი“. - განაცხადა დავითაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, მიხეილ მაჭავარიანის, თქმით კი უმრავლესობა თვითონაც ვერ გარკვეულა „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტში.

„მიუხედავად პარლამენტში ჩემი მუშაობის დიდი გამოცდილებისა, ვერ გავერკვიე, რა ხდება უმრავლესობაში და ვინ ვის ებრძვის. ვისაც უფრო მაგარი ზურგი აქვს, მისი კანონპროექტი გადის. ჩემთვის გაურკვეველია, ეს იმიტომ ხდება, რომ პროკურატურა გაძლიერდეს, თუ იუსტიციის მინისტრი დასუსტდეს, ეს თვითონაც არ იციან და ამას კანონის სახეს აძლევენ“. - აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე პარლამენტში „პროკურატური შესახებ“ ორი კანონპროექტი იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი კობა დავითაშვილს ეკუთვნოდა, მეორე კი ფრაქცია „ქართულ ოცნებას“. გუშინდელ ბიუროს სხდომაზე ზაქარია ქუცნაშვილმა  თავისი კანონპროექტი უკან გამოიწვია და ამით შესაბამისად, მსვლელობა მიეცა დავითაშვილის ინიციატივას. აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და ამჯერად განხილვები მეორე მოსმენით გაგრძელდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2759
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია