საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„პოსტსკრიპტუმის“ საქველმოქმედო აქცია: „გავაძლიეროთ მომავალი თაობის წიგნიერება“
2013/05/20 19:01:20

დამოუკიდებელი  გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ რამდენიმე თვეა, საკუთარი სახსრებითა და მხარდამჭერი ადამიანებისა თუ კომპანიების თანადგომით, ახორციელებს სოციალურ პროექტს - „გავაძლიეროთ მომავალი თაობის წიგნიერება.“

პროექტის მიზანია, ბოლო დროს წიგნს ჩამოცილებული მოსწავლეეები კვლავ წიგნს დაუბრუნდნენ, რისთვისაც გაზეთმა „P.S.“-მა,  პროექტის ფარგლებში, დღეს პირველი  საქველმოქმედო აქცია განახორციელა და მხარდამჭერთა მიერ გაღებული თანხებით შეძენილი წიგნები  მათსავე მიერ შერჩეულ 7 სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქარად გადასცა.

საქველმოქმედო აქციის პირველ ეტაპზე მოხვდნენ: ქალაქ ქუთაისის პირველი, მესამე და მეთექვსმეტე საჯარო სკოლები, აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლა, კერძო სკოლები: „ქართული სკოლა“ და ქართულ-ევროპული სკოლა. შერჩეულ სკოლათა რიცხვში მოხვდა ქვიტირის საჯარო სკოლაც.

პროექტის პირველი  მხარდამჭრები არიან: კომპანიები „სარაჯიშვილი“, „ნატახტარი“, „ვისოლი“, „ბილაინი“, რესტორანი „აფხაზეთი“, სიაში ადგილობრივი ქველმოქმედებიც მოხვდნენ. ესენი არიან: ს/ს „ცენტრალური ავტოვაგზალი“, შპს „აია ტექსტილი“, შპს „აკა ჯგუფი (კულა)“, შპს „ფარი“(ცენტრალური ბაზარი)“ შპს „დაჩი 11“ (საბილიარდო), თემურ ნიკოლაძე, ინდ. მეწარმე ვარლამ დათაშვილი და ინდ. მეწარმე ბესარიონ შათირიშვილი (მონოპოლი, სახაჭაპურე).

სკოლების დირექტორები და პედაგოგები გაზეთ „P.S.” აქციას კმაყოფილები შეხვდნენ და იმედი გამოთქვეს, რომ გაზეთის ქველმოქმედებას მომავალში სხვა კომპანიები და რიგითი მოქალაქეები შეურეთდებიან, რადგან სკოლისათვის წიგნზე უკეთესი საჩუქარი არ არსებობს. მათივე აზრით, ეს აქცია პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია მოსწავლეების წიგნთან დასაბრუნებლად.

გაზეთის  სარეკლამო მენეჯერის, ლელა თოლორდავას განცხადებით, აქცია სისტემატურ ხასიათს მიიღებს და სამომავლოდ, ქალაქის მასშტაბით არსებულ თითქმის ყველა სკოლას მოიცავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია