დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
" ქარტიის“ თავმჯდომარე, გიორგი მგელაძე ჟურნალისტ ეკა ფირცხალავას პასუხობს
2013/04/18 16:57:02

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ თავმჯდომარე, გიორგი მგელაძე ჟურნალისტ ეკა ფირცხალავას კრიტიკას დღესვე გამოეხმაურა. მისი კომენტარი media.ge-ზე გავრცელდა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

მგელაძე ამბობს, რომ ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად, თამარ რუხაძე ქარტიის საბჭოს 9 წევრიდან შემდგარმა უმრავლესობამ აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ მან სხვა კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, პატივს სცემს უმრავლესობის გადაწყვეტილებას. მგელაძე აგრეთვე  ფიქრობს, რომ თუ რუხაძის „მეცხრე არხზე“ მუშაობის პერიოდში ამ ტელეკომპანიის ეთერში გადიოდა არაეთიკური სიუჟეტები, ამის გამო მისი კანდიდატურის განხილვისგან  ქარტიას თავი არ უნდა შეეკავებინა.

„ვერავინ მუშაობს უშეცდომოდ, ვერც მე მათ შორის და ვერც ქარტიის საბჭოს წევრები.  არ გამოვრიცხავ, რომ ვინც მეტს მუშაობს, მეტ შეცდომას უშვებს,  რახან „მეცხრე არხზე“ გავიდა ბევრი არაეთიკური სიუჟეტი, ამის გამო მისი თანამშრომლების შავ სიას ვერ შევადგენთ.  11 ტელევიზიის მონიტორინგს ვაკეთებდი, ყველა მათგანს ჰქონდა ეთიკური გადაცდომა, შავ სიაში შევიყვანოთ?   ქარტია იმისთვისაა, რომ გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და ჟურნალისტური ნამუშევრის სტანდარტი გავზარდოთ“,- ამბობს მგელაძე, რომლის განმარტებით, თამარ რუხაძე პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან წევრი არ ყოფილა, ის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობის "სამართლიანი საქართველოსთვის" პრესსამსახურში მუშაობდა.  „ზუსტად მისი წარსულის გამო მასზე მე არ შევაჩერე არჩევანი, თუმცა პატივს ვცემ უმრავლესობის  არჩევანს“.

მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში ქარტიის ვებ-გვერდი განახლდება, ქარტიის აღმასრულებელ დირექტორთან კი დაიდება ხელშეკრულება, სადაც აისახება ყველა ის პრიორიტეტი, რაც ქარტიის განვითარებისთვის არის საჭირო.

„სამართლებრივად კი, ქარტიის პრიორიტეტები გაწერილია ქარტიის წესდებაში დღიდან მისი დაფუძნებისა“,- ამბობს მგელაძე.

ეკა ფირცხალავა საუბრობდა ქარტიის მრჩველთა საბჭოს არ არსებობაზეც, რომლის ჩამოყალიბება, ამ ორგანიზაციას სწორ განვითარებაში დაეხმარებოდა.

მგელაძის განმარტებით, მრჩველთა საბჭოს არსებობა ქარტიის წესდებით არ იყო სავალდებულო. „მიუხედავად იმისა, რომ ეს საბჭო არ არსებობს ფორმალურად, გადაწყვეტილების მიღებისას,  ბევრთან გავდივართ კონსულტაციას, მათ შორის ჩვენს კოლეგებთან. ასე მოხდა 7 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების დროს, როცა გადაწყდა, რომ საბჭო არაწევრი ჟურნალისტების საქმიანობაზეც გამოხატავს მოსაზრებებს“,- გნამარტავს ქარტიის თავმჯდომარე.

ფირცხალავა აღნიშნავდა, რომ ქარტიის Facebook-ის გვერდს, მისი არსებობის 4 წლის მიუხედავად, უფრო ნაკლები მოწონება აქვს,  ვიდრე ქარტიის ერთ-ერთ პროექტს, ახლადშექმნილ „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ გვერდს.

„ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ ჩართულები არიან სტუდენტები. ეს ყველაზე აქტიური ჯგუფია, ისინი სოციალურ მედიასთან მეტად არიან ინტეგრირებულები და ეს ამიტომ ხდება. მაგალითდ, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტის ფილმს სტუდენტებზე ბევრად მეტი ნახვა ჰქონდა youtube-ზე ვიდრე,  სხვა შეიძლება ბევრად უფრო ძლიერ ფილმს. თავად ქარტიის წევრები კი, ქარტიის დახურულ ჯგუფში არიან თავმოყრილნი, ხელმომწერი უნდა იყო, რომ იქ მოხვდე", - ამბობს მგელაძე, რომელიც არ ეთანხმება ფირცხალავას მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქარტიაში განსახილველი საქმეების რიცხვი ამ ორგანიზაციისადმი ნდობის არ ქონის და მისი ნაკლებად ცნობადობის გამო არ მატულობს.  

მგელაძე მიიჩნევს, რომ ქარტია საზოგადოებისთვის ახლა უფრო ცნობადია, ვიდრე ეს მისი არსებობის პირველ წლებში იყო „თუნდაც იმიტომ, რომ მის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, თამარ კორძაიას ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა ტელეკომპანიაში აზრის გამოსახატად“.

მგელაძის აზრით, ის ფაქტი, რომ საზოგადოება ქარტიაში ამა თუ იმ ჟურნალისტური ნამუშევრის მიმართ საჩივრის შემოტანის მხრივ პასიურია, სამოქალაქო საზოგადოების უმწიფრობის და ნაკლებად აქტიურობის ბრალია.

„თუმცა, ვაცნობიერებთ, რომ ქარტიაც მეტად აქტიური უნდა გახდეს, ამიტომ საერთო სტრატეგიას შევიმუშავებთ და გავაკეთებთ“,- ამბობს ქარტიის თავმჯდომარე, რომელიც მოუწოდებს ეკა ფირცხალავას დააკონკრეტოს საქმეები, რომლის კვალიფიციურ განხილვასა და დასკვნაშიც ეჭვი ეპარება. „მას შესაბამის საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები საბჭო გასცემს პასუხს, მე თავმჯდომარის პოსტის მიუხედავად, არ შემიძლია საბჭოს გადაწყვეტილების კვალიფიციურობა-არაკვალიფიციურობაზე გავაკეთო კომენტარი“,- აღნიშნავს მგელაძე.

ქარტიის თავმჯდომარისთვის აგრეთვე გაუგებარია, რომელ აქტივობებში გულისხმობს ერთსა და იმავე პიროვნებების მონაწილეობას ეკა ფირცხალავა.

„მონიტორინგის ორი პროექტი ჩატარდა, ორივეჯერ სხვადასხვა ადამიანები მონაწილეობდნენ მასში. თუ იმის თქმა უნდა, რომ ერთი და იგივე ადამიანები იღებენ ხელფასს, ეს ასე არ არის. თუ იმას გულისხმობს, რომ ქარტიის მიერ მოწყობილ დისკუსიებზე ერთი და იგივე პირები მონაწილეობენ, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი აქტიურები არიან და მზად არიან უსასყიდლოდ მოამზადონ რაიმე ანგარიში და წარუდგინონ საზოგადოებას“,- ამბობს მგელაძე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2278
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია