დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კოჰაბიტაციამ კიდევ ერთი მარცხი განიცადა ?
2013/03/04 23:44:15

პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა, ზუსტად საათ-ნახევარი გრძელდებოდა. ეს იყო  დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ბოლოსდაბოლოს მოდური სიტყვის „კოჰაბიტაციის“ შინაარსი გაემართლებინათ. უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ უკვე დიდი ხანია დეკლარილებულია, რომ  აუცილებელია მშვიდი თანაცხოვრება, თუმცა საზოგადოებამ კოჰაბიტაციის ნაცვლად მიიღო პოლიტიკური ბრძოლა წესების გარეშე.

როგორც გაირკვა, პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრას უფრო დიდი მოლოდინი ახლდა, ვიდრე  - შედეგი. შეხვედრიდან გამოსული პრეზიდენტისა და პრემიერის კომენტარებიდან კარგად ჩანდა, რომ კოჰაბიტაციამ კიდევ ერთი მარცხი განიცადა. პრემიერის შეფასება ასეთია „ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის“. პრეზიდენტი კი მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემისგან კვლავ თავს იკავებს. ის ხელისუფლებას მედიისა და სასამართლოს თავისუფლების შეზღუდვასა და ნაციონალური მოძრაბის დევნაში ადანაშაულებს.

წინა დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან ნათელი იყო, რომ ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ყოფილიყო. თუმცა, უმრავლესობამ კვლავ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, დაუჭერს თუ არა უმცირესობა მხარს პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას. არსებული გაურკვევლობის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მარტის ბოლოს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი აუცილებლად ეყრება და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ცვლილებები გავა. „დიდი ხანია, რაც 100 კაცზე მეტი გვყავს ანუ ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია კონსტიტუციის შესაცვლელად“ - აღნიშნაკობა დავითაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა პირველი შეფასებებიც გააკეთეს. პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრას უმრავლესობის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტიდან გამოეხმაურნენ. როგორც გაირკვა, ისინი ამ შეხვედრიდან განსაკუთრებულ შედეგს არ ელოდნენ და მათი თქმით, ასეც მოხდა.

„მიხეილ სააკაშილთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. მას შეუძლია მეორე წუთშივე შეცვალოს მისი გადაწყვეტილება და ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ ამ რეჟიმში ვიყავით. მაგრამ, ახლა მიხეილ სააკაშვილის ასეთ ქმედებას ხვდება ძალიან ღირსეული პასუხი საქართველოს პრემიერისგან. და ყოველი ასეთი ნაბიჯის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დათრგუნულად გამოიყურება. მე კიდევ ერთხელ ველოდებოდი მის პასუხს და ვიცოდი რომ პასუხი იქნებოდა - არა.  მან არა თქვა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა წერილობით გაუგზავნა შეთავაზება ერთად დაეჭირათ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, და ახლაც გაიმეორა ეს პასუხი. ამიტომ ნაციონალური მოძრაობის იმ დეპუტატებს, რომლებსაც იმედი ჰქონდათ რომ სააკაშვილი მათ პოლიტიკური წნეხიდან გაათავისუფლებდა მინდა ვურჩიო, რომ სააკაშვილი მათ არასოდეს არ გაათავისუფლებს ამ წნეხისგან და ამიტომ თავიანთი პოლიტიკური ნება თვითონ უნდა გამოხატონ. უნდა იპოვონ ძალა, რომ გავიდნენ იმ ორბიტაზე, სადაც ქართველი ხალხის სამსახურია“  - განაცხადა ზვიად ძიძგურმა.

ჩვენიმიზანიდაამშემთხვევაშიუმრავლესობისლიდერის, ბიძინაივანიშვილისმიზანიარისის, რომქვეყნისინტერესებიდანგამომდინარევიმოქმედოთ. ასეთიშეხვედრაპრეზიდენტსადაპრემიერსშორისშეიძლებაკიდევერთხელშედგეს, მაგრამყველაზემნიშვნელოვანიარომშეხვედრაიყოსსახელმწიფოებრივიდაარაპიარზეორიენტირებული. სააკაშვილიშეხვედრაზეთავისიცისფერიმანქანითგამოცხადდა, ესფაქტიციმაზემიუთითებს, რომისამსაკითხსსერიოზულადარუდგება. ამიტომჩვენმზადვართ, რომქვეყნისინეტერესებიდანგამომდინარევიმოქმედოთპარლამენტში, ვითანამშომლოთუმცირესობასთანდაგანვახორციელოთისსაკონსტიტუციოცვლილებები, რომლებიცასესაჭიროა ქვეყნის წინსვლისთვის“ - ზურაბ აბაშიძე.

როგორც ყოველთვის, შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის კომენტარებში ჩანდა, რომ ის არ არის გულწრფელი. მისი განცხადებები პოპულისტურია. პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის წევრებზე. პირიქით, საზოგადოება უკმაყოფილოა იმით, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჭიანურდება, ხოლო თუ ვინმეს აკავებენ ან ბრალს დებენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე ხდება. რაც შეეხება პრემიერს, თქვენ ნახეთ როგორი გულწრფელი იყო ის, მან პრაქტიკულად ისაუბრა შეხვედრის ქრონოლოგიაზე და ძალიან გულახდილად მოუთხრო საზოგადოებას რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა. ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, მას კონკრეტული შედეგი არ ჰქონია, თუმცა მე ვიტყოდი რომ იყო უფრო მეტად პოზიტიური, რადგან პრემიერმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეთავაზა გამოსავალი და დაანახა რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ შემდეგ ეტაპზე“ - ეკა ბესელია.

მე არ ვიყავი ამ შეხვედრის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი, მაგრამ იყო მოლოდინი, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებდა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტმა თავისი საქმე აღარ უნდა გააკეთოს. შესაბამისად, მარტის თვის დღის წესრიგში დადგება ეს საკითხი და კენჭს აუცილებლად ვუყრით საკონსტიტუციო ცვლილებებს“ - მანანა კობახიძე.

უმცირესობის წარმომადგენლები კი თვლიან კონფრონტაცია უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს დიალოგი მხარეებს შორის. ისინი არ ეთანხმებიან პრემიერს, რომ ეს იყო მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის.

„შეთანხმება ჭირდება ქვეყანას და მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს აუცილებლად მოხდება. სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი პრობლემური საკითხების წარმოჩენას ცდილობს. პრემიერი კი თავის შეფასებებში მთავარ ყურადღებას ისევ და ისევ თავისი ოპონენტის კრიტიკას უთმობს„- დავით დარჩიაშვილი.

„ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ გარანტირებული იყოს თავისუფალი სასამართლოს უფლება, თავისუფალი მედია და უნდა ვიფიქროთ არა კინკლაობაზე, არამედ იმაზე, რომ კონკრეტული ოჯახების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. აი ეს იყო პრეზიდენტის ძირითადი გზავნილები. სამწუხაროა, ბატონმა ივანიშვილმა თქვა, რომ ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის მე ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ ქვეყნის წინსვლისთვის“ - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

„მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეთ კონსტრუქციულ რეჟიმში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეხვედრაში ის იყო, რომ პრეზიდენტი მზადაა დაეხმაროს მთავრობას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაგნაციის დაძლევაში“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„მე ვთვლი პოზიტივი იყო ის, რომ პრემიერი და პრეზიდენტი შეხვდნენ და ესაუბრნენ ერთმანეთს და მე დავინახე ორივე მხრიდან ინტერესი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. მე მინდა ასევე ხაზი გავუსვა ერთ საკითხს, ყველა ექსპერტი და კონსტიტუციონალისტი აღიარებს იმას, რომ ყველაფერი არ შეიძლება იყოს ჩაწერილი კონსტიტუციაში. ასე რომ როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მე არ გამოვიყენებ პარლამენტის დათხოვის უფლებას, ის ამ უფლებას არ გამოიყენებს“ - პაატა ლეჟავა.

უმრავლესობა აცხადებს, რომ ის კონსტიტუციურ ცვლილებებს მარტის ბოლოს კენჭს უყრის და გაიტანს კიდეც. უმცირესობა გადაჭრით არაფერს ამბობს, მათ თავიანთი პირობები აქვთ. მისცემს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ხმას პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების საკითხს? ამ კითხვას პასუხი მარტის ბოლოს, ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის დროს გაეცემა.

 ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2269
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია