დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ექსკურსია მუზეუმში
2012/12/31 19:03:15

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ რამდენიმე თვეა, ახორციელებს პროექტს „სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მხარდაჭერა იმერეთის რეგიონში“.  პროექტის ერთ-ერთი მიზანია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების პროფესიული გადამზადება და მათი მომავალი დასაქმების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებიდან ტყიბულის, ქუთაისის და წყალტუბოს მასშტაბით შეირჩა 35 ახალგაზრდა, რომლებიც ამჟამად ეუფლებიან მომავალ პროფესიას.

გარდა პროფესიული გადამზადებისა, ორგანიზაცია ახალგაზრდებს სისტემატურად უტარებს ტრენინგებს სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, კონფლიქტების მართვა და სხვა, ასევე ეწყობა საგანმანათლებლო ექსკურსიები მუზეუმებში.

ანალოგიური ექსკურსია პროექტში ჩართული ახალგაზრდებისათვის მოეწყო მ/წ 28 დეკემბერს. ახალგაზრდებმა მოინახულეს ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

ნატო ყვავაძე, პროექტის ბენეფიციარი ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან:

 „ჩემთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  აქ ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდები, შევიძინე საბაზისო ცოდნა ისეთ საკითხებზე, რომელთა შესახებ ადრე არ მსმენია. უფასოდ ვეუფლები ჩემს სასურველ პროფესიას, რომელიც მე თვითონ ავირჩიე. მუზეუმებში ექსკურსიამ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მომცა, ძალიან მომეწონა ნიკოლაძეების ეზო, სადაც ასწლიანი ხეები დგას და ბევრი სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ, გარდა ამისა, უშუალო გარემოში უფრო დავახლოვდი ჩვენს თანატოლებთან“

დავით ჭელიშვილი, პროექტის კოორდინატორი:

„სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მხარდაჭერას ორგანიზაცია მომავალ წელსაც გააგრძელებს. მარტში სწავლას დაასრულებს ახალგაზრდების პირველი ნაკადი, რომელთაგანაც ყველაზე წარმატებულებს ორგანიზაცია მათი მომავალი პროფესიისათვის აუცილებელი ინვენტარით დაასაჩუქრებს და ხელს შეუწყობს  დასაქმების პროცესში. ასევე გაგრძელდება მათთვის სხვადასხვა ტრენინგების და ღონისძიებების ორგანიზება, რომელიც აუცილებელია მათი საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციისათვის“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2353
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია