საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა­ტომ მოხსნა სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა თე­მურ შა­ში­აშ­ვილ­მა?
2012/09/10 14:32:43

პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რაობა „თეთ­რები“  ოქ­ტომბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებში მო­ნა­წი­ლეობას არ მი­­ღებენ. „თეთ­რების“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა თე­მურ შა­ში­აშ­ვილ­მა კი სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა მოხსნა და კო­­ლი­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ კან­დი­დატს გუბაზ სა­ნი­კი­ძეს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უცხადა.

 

„მე დღეს ვთვლი, რომ რე­­ლურ ოპო­ზი­ცი­­ში და­პი­რის­პი­რების დრო არ არის. გა­მოჩ­ნდა კა­ცი, რო­მელ­მაც თქვა, რომ მა­ცა­დეთ, მე ამ ხელი­სუფ­ლებას და­ვას­რუ­ლებ... უნ­და მის­ცე სა­შუ­­ლება, თა­ვი­სუფ­ლად იმოქ­მე­დოს, ოღონდ, რა­საც ამბობს, იგი გა­დაწყვი­ტოს,“ - გა­ნაცხადა თე­მურ შა­ში­აშ­ვილ­მა. ამა­ვე დროს იქ­ვე და­­ზუს­ტა, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებში მო­ნა­წი­ლეობაზე მხოლოდ „თეთ­რები“ ამბობენ უარს, და არა მა­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტნი­­რები - „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და ტრა­დი­ცი­­ნა­ლის­ტები. 

„თეთ­რების“ ლი­დერ­მა, ასე­ვე, გა­ნაცხადა, რომ ქუ­თა­ის­ში მხარს უჭერს კო­­ლი­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ კან­დი­დატს გუბაზ სა­ნი­კი­ძეს. „ჩვენ უნ­და დაგ­ვე­მარცხებინა ერ­თმა­ნე­თი და ეს უნ­და გაგ­ვე­კე­თებინა ნა­ცი­­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის სა­სარ­გებლოდ... მე ეს გა­დაწყვე­ტი­ლება მი­ვი­ღე  იმი­ტომ, რომ მე მიყვარს ქუ­თა­­სი,  გუბაზ სა­ნი­კი­ძეს უყვარს  ქუ­თა­­სი,  მიხეილ სა­­კაშ­ვილს  სჭირ­დება ქუ­თა­­სი.  დი­დი განსხვა­ვებაა ამათ შო­რის.  ამი­ტომ ჩვენ, ვი­საც გვიყვარს ქუ­თა­­სი, დავ­მარცხდებოდით, და ვი­საც სჭირ­დება ქუ­თა­­სი, იგი გა­­მარჯვებდა,“ - გა­ნაცხადა თე­მურ შა­ში­აშ­ვილ­მა.  

გა­ზეთ­მა „P.S.“-მა  პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რაობა „თეთ­რების“ ლი­დერს და იმე­რე­თის ყოფილ გუბერ­ნა­ტორს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნების შე­ფა­სება სთხოვა.- ბატო­ნო თე­მურ, სხვა­დასხვა ვერ­სია ჟღერ­დება ხელი­სუფ­ლების მი­ერ ჩა­ტა­რებულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კა­ვში­რებით. რო­გორ შე­ფა­სებას მი­ცემ­დით ბოლო დროს მომხდარ პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს? 

- სა­ქარ­თვე­ლო არის ავან­ტი­უ­რიზ­მის მსხვერ­პლი. პო­ლი­ტი­კუ­რი ავან­ტი­უ­რიზ­მი­სა, რო­მე­ლიც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში და­ამ­კვიდ­რეს მოქ­კავ­შირ­მა და „აღორ­ძი­ნებამ“. მე რო­გორც ვხედავ­დი, არ­ჩევ­ნებთან და­კავ­ში­რებით ყოველ­თვის რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი ავან­ტი­უ­რა ხდებოდა. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ რამ­დე­ნი­მე არ­ჩევ­ნები ნახოთ, რო­ცა მათ წინ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი ხდებოდა. რაც ახლა პან­კის­ში მოხდა, ეს უკავ­შირ­დება პირ­და­პირ არ­ჩევ­ნებს.  ამას  შემ­დგომ­ში   გა­მოი-ყენებენ  ივა­ნიშ­ვი­ლის  წი­ნა­აღ­მდეგ. იძახეს, რომ მათ შო­რის არ არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეებიო, უკ­ვე  აღი­ა­რეს, რომ არი­ან. ახლა გაყვებიან  და იტყვი­ან მე­რე, რომ ეს თურ­მე ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მო­აწყო, რო­გორც გა­უ­კე­თეს ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს...  ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ავან­ტი­უ­რიზ­მი უნ­და დამ­თავ­რდეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ავან­ტი­უ­რიზ­მის მარ­ტივ მა­გა­ლითს გეტყვით -  ის,  რაც  გა­მო­ი­ტა­ნეს თა­ვის მთა­ვარ გზავ­ნი­ლებად ხალხის­თვის, პრე­ზი­დენტს ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ 2009 წელს და ვუთხარით - იყავი, ბატო­ნო პრე­ზი­დენ­ტი, მაგ­რამ ეს შე­უს­რუ­ლე ხალხს. ერ­თი  ნაბიჯი არ გა­დად­გა მა­შინ. არ­ჩევ­ნების წინ კი ზუს­ტად ის, რაც ჩვენ ვთხოვეთ, მე­სიჯებში გა­მო­ი­ტა­ნა. ავან­ტი­უ­რიზ­მია, რა­საც სთა­ვა­ზობს ახლა. იმ პროგ­რა­მის, რა­საც ამბობს - იმის განხორ­ცი­ე­ლების არა­ვი­თა­რი სა­შუ­ა­ლება არ გა­აჩ­ნია არც ბიუჯეტს, არც სა­ა­კაშ­ვილს აქვს ამის განწყობა, მაგ­რამ მი­დის ავან­ტი­უ­რა­ზე. ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ არის ავან­ტი­უ­რის­ტი. ის არის ქარ­თვე­ლი კა­ცი, ღირ­სება აქვს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი. აქამ­დე ავან­ტი­უ­რის­ტებთან უხდებოდათ ბრძო­ლა და უად­ვილ­დებოდათ. მა­გა­ლი­თად, აბაში­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ად­ვი­ლი იყო ბრძო­ლა, მაგ­რამ არა­ა­ვან­ტი­უ­რის­ტი ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ძნე­ლია ბრძო­ლა. ამი­ტომ ახლა რა მო­ი­გო­ნეს - სა­დაც თქვა ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ერთ მი­ლი­არდს ჩავ­დებო, ეს იძახის - ოთხ მი­ლი­არდს ჩავ­დებო.

- აქვს თუ არა  ამის რე­სურ­სი ქვეყანას?

- არა­ვი­თა­რი რე­სურ­სი არ არის. ამი­ტომ ვთქვი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი წა­ვა ან არ­ჩევ­ნებით, ან არ­ჩევ­ნების გაყალბებით. მარ­ტო იმი­ტომ კი არა, რომ ხალხი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვა და ჩა­მო­აგ­დებს. რა­საც შეგ­ვპირ­და, ის პუნ­ქტები უნ­და ავიყვა­ნოთ კონ­ტროლ­ზე  და ვნახავთ,  ხალხი უფ­რო მძი­მე მდგო­მა­რეობაში აღ­მოჩ­ნდება ამ პროგ­რა­მით. კი­დევ კარ­გი, რომ  არ შეს­რულ­დება. ავან­ტი­უ­რა არ არის ეს? ავან­ტი­უ­რაა, ამ­დე­ნი ვა­ლები რომ აი­ღო...  მა­გათ­თვის კარ­გად გა­მო­დის: იღებს ვა­ლებს, გზა გა­ვი­და, მო­სახლეობა ხედავს  გა­კე­თებულს,    მაგ­რამ    ქვეყანას  და­ე­დო  ვა­ლი.   ჩვე­ნი  შვი­ლების და შვი­ლიშ­ვი­ლების ხარჯზე გაიყვა­ნა ეს გზა ხელი­სუფ­ლებამ, ჩვენს ეკო­ნო­მი­კას კი არ გა­უ­კე­თებია ეს.  მაგ­რამ კარ­გი  იქ­ნებოდა,  მარ­ტო  გზა                 გაეყვა­ნათ...  იქ  40-50 პრო­ცენ­ტი  ფუ­ლი მო­ი­პა­რეს. ეკო­ნო­მი­კა არ გაქვს, მო­სახლეობის ჯიბეში ფუ­ლი არ არის,  შენ კი ზედ­მე­ტი ამო­ი­ღე, ბიუჯეტი შე­ას­რუ­ლე!.. კი მაგ­რამ, ეს რო­გორ გა­ა­კე­თე - უცხოეთ­ში წა­ვი­და ხალხი, მათხოვ­რუ­ლი შრო­მით შრო­მობს, გა­მოგ­ზავ­ნეს ფუ­ლი და ის წა­არ­თვი ამ ხალხს და შე­ას­რუ­ლე ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტით ტრაბახობ, ამ დროს აღი­ა­რებული რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი­ა­ნი ში­და ვა­ლი გაქვს ხალხის და ეუბნები, 1000 ლა­რი­ან ვა­უ­ჩერს მოგ­ცემ ოთხ წე­ლი­წად­შიო. რომ იან­გა­რი­შო ოთხი წლის გან­მავ­ლობაში, ეს გა­მო­დის 80 თეთ­რი დღე­ში. მაჩ­ვე­ნეთ ისე­თი ოჯახი, რო­მე­ლიც თქვენ გეტყვით იმას, რომ მე ხელი­სუფ­ლებამ მომ­ცა დღე­ში 80 თეთ­რი და ამის­თვის დი­დი მად­ლობაო. უბრა­ლოდ, 1000 კარ­გი­ა, 250 ლა­რი რომ ეთ­ქვათ წე­ლი­წად­ში, იქ­ნებოდა ცო­ტა. ავან­ტი­უ­რაა და ეს ავან­ტი­უ­რა უნ­და დამ­თავ­რდეს.

- რო­დე­საც თქვენ ბრი­ფინ­გზე გა­ნაცხადეთ, რომ „თეთ­რები“ არ მი­­ღებენ მო­ნა­წი­ლეობას არ­ჩევ­ნებში, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა, და არ დააყენებენ კან­დი­და­ტუ­რებს, მა­შინ თქვით, რომ ისურ­ვებდით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებთან ერ­თად ჩა­ტა­რებულიყო ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნები. იქ­ნებ მკითხველს უფ­რო დაწ­ვრი­ლებით გა­ნუ­მარ­ტოთ, რა­ტომ იქ­ნებოდა ეს სა­სურ­ვე­ლი?

- ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ფაქ­ტობრი­ვად, ყვე­ლას ეუბნება, რომ მა­ცა­დეთ, გა­მაშ­ვებინეთ ეს ხელი­სუფ­ლება და მე­რე და­ვიწყოთ საუბარი რე­ა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე. მე ვე­თანხმები ამას და ჩე­მი გა­დაწყვე­ტი­ლებაც აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეობს. კი ბატო­ნო, ესე იგი არ გინ­დებვარ, გაქვს ჩემ­და­მი მძი­მე განწყობა, მაგ­რამ ამბობ - მე და­ვამ­თავ­რებ ამ ხელი­სუფ­ლებას, ნუ მიშ­ლით ხელს. კი ბატო­ნო, და­ამ­თავ­რე ეს ხელი­სუფ­ლება, მაგ­რამ მე ვამბობ: რაც გაქვს ნათ­ქვა­მი, რომ ორ წე­ლი­წად­ში მე მექ­ნება ისე­თი დე­მოკ­რა­ტი­ა, რომ მთე­ლი ევ­რო­პა ია­მაყებსო, გაქვს სა­შუ­ა­ლება ერ­თი წლის შემ­დგომ თქვა - ეს იყო, ბატო­ნებო, ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კის ცეცხლის ჩამ­ქრობი არ­ჩევ­ნები. ამ ხალხმა უკ­ვე თა­ვი­სი ფუნ­ქცია შე­ას­რუ­ლა, ახლა უკ­ვე თა­ვი­სუ­ფა­ლია პრე­სა, თა­ვი­სუ­ფა­ლია ტე­ლე­ვი­ზია და საპ­რე­ზი­დენ­ტოს­თან ერ­თად ჩა­ვა­ტა­როთ ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნები... აი, ეს იქ­ნება დი­დი გა­მარჯვება, ეს იქ­ნება სწო­რი პო­ლი­ტი­კა, თო­რემ იგი­ვე პარ­ლა­მენტს თუ და­ი­ტო­ვებს, თვი­თონ­ვე მას და­ღუ­პავს. ოღონდ, ჯერ მთა­ვა­რია, გა­ი­მარჯვოს.

- თქვენ ბრი­ფინ­გზე  ნა­ცი­­ნა­ლუ­რი პარ­ტი­ის  სა­არ­ჩევ­ნო სი­ას შეეხეთ და გა­აკ­რი­ტი­კეთ. ხომ არ გა­­კე­თებდით კო­მენ­ტარს „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ სა­არ­ჩევ­ნო სი­­ზე, რო­მე­ლიც საკ­მაო მწვა­ვე კრი­ტი­კის სა­გა­ნია ხელი­სუფ­ლების მხრი­დან?!

- რა განსხვა­ვებაა ამ ორ სი­ას შო­რის - „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ სი­ა­ში არ არი­ან ფუ­ლის ტომ­რები. „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ სი­ა­ში არი­ან ძა­ლი­ან ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნები, შე­იძ­ლება არა­პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რები, მაგ­რამ ცნობილი პი­როვ­ნებები. იმი­ტომ უნ­და ჩა­ტარ­დეს ერ­თი წლის შემ­დეგ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნები, რომ შე­იძ­ლება ეს ხალხი სა­ჭი­როა დღეს იმი­სათ­ვის, რომ, აი, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ცეცხლი ჩაქ­რეს ქვეყანა­ში. სია რომ გავ­შა­ლოთ ახლა, ნების­მი­ერ ადა­მი­ან­ზე გეტყვი, რომ სუფ­თა, წე­სი­ე­რი პი­როვ­ნებები არი­ან. აი­ღეთ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის სია. დაწყებული გაბაშ­ვი­ლებით, ბარა­მი­ძე­ა, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი­ა, გო­გო­რიშ­ვი­ლი­ა, ბეჟუაშ­ვი­ლებია - ყვე­ლა­ნი ესე­ნი მო­დი­ან მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი­დან...

ამას თა­ვი და­ვა­ნებოთ, ნახეთ მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტები - 80 პრო­ცენ­ტი არის „ფუ­ლის ტო­მა­რა“. ზეს­ტა­ფო­ნი შე­ჭა­მა მე­რაბ სა­მა­დაშ­ვილ­მა, შე­ჭა­მეს ქარ­თვე­ლი ხალხი ამათ, ქარ­თველ ხალხს სუ­ლი ამოხადეს და იმით გამ­დიდ­რდნენ. გე­გე­ნა­ვა გა­ნათ­ლებითაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რა­ი­მე მას­შტაბები გა­აჩ­ნია, თუ რა?.. ესე­ნი არი­ან შე­ვარ­დნა­ძის ეპო­ქა­ში და მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის ეპო­ქა­ში გამ­დიდ­რებული ბიზ­ნეს­მე­ნები, რომ­ლებმაც ფუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახლეობას მო­უ­გეს. სხვა­გან მა­გათ ფუ­ლი არ უშო­ვი­ათ. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახლეობას სუ­ლი ამოხადეს, გამ­დიდ­რდნენ და დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახლეობას ყიდუ­ლობენ - ისე ხდებიან დე­პუ­ტა­ტები. აი, სა­ა­კაშ­ვი­ლი ახლა რომ იყოს ოპო­ზი­ცი­ა­ში, ყვე­ლას ფო­ტო ექ­ნება გა­მო­ტა­ნი­ლი. „ქარ­თულ ოც­ნებას“ იმის მიხვედ­რაც არა აქვს, რომ სა­პენ­სიო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნელ­ზე - ხუფე­ნი­ა­ზე რომ ლა­პა­რა­კობენ, ან ხუფე­ნია გა­მო­ვი­დეს, ან   „ქარ­თულ­მა ოც­ნებამ“ თქვას: ხუფე­ნია იყო დამ­რი­გებელი, მაგ­რამ შე­მო­სავ­ლების მი­ნის­ტრი იყო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. ფუ­ლი უნ­და შე­მო­ე­ტა­ნა მა­ჭა­ვა­რი­ან­სო. აი, რა ავან­ტ­უ­რის­ტი უნ­და იყო (სა­ა­კაშ­ვილ­ზე ვამბობ), უშუბლო და ნა­მუ­სის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი უნ­და იყო, რომ ხუფენი­ას, მარ­თლაც სე­რი­ო­ზულ სპე­ცი­ა­ლისტს, ძა­ლი­ან კარგ პი­როვ­ნებას, დააბრა­ლო ის, რომ პენ­სიები არ რიგ­დებოდა შენს ეპო­ქა­შიო. მიხეილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი გყავს, მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლო, სი­ა­ში... ესე­ნი დე­პუ­ტა­ტები არი­ან 20 წე­ლი­ა, თა­ნაც ყოველ­თვის სახელი­სუფ­ლებო სი­ით იგებენ, არას­დროს ოპო­ზი­ცი­უ­რი სი­ით ამათ არ მო­უ­გი­ათ.

- „თეთ­რები“ არ მო­ნა­წი­ლეობთ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებში. რას აპი­რებთ მო­მა­ვალ­ში?

- ჩვენ არ ვჩერ­დებით და ვაჩ­ვე­ნებთ ამ ხელი­სუფ­ლების სახეს.  პენ­სია არ რიგ­დებოდა და შუ­ქი არ იყო იმი­ტომ,  რომ ეს აწყობდა მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­შირს, რა­თა და­ემ­ში­ათ, და­ე­უძ­ლუ­რებინათ ხალხი და ად­ვი­ლად ემარ­თათ...  2003 წელ­ში ამ ხელი­სუფ­ლებამ თქვა (ყოველ­თვის არ­ჩევ­ნების წინ ლა­პა­რა­კობს ამას), რომ ახლა უნ­და დავ­ძლი­ოთ ქვეყ-ანა­ში სი­ღა­ტა­კეო.  რო­გორც  არის სი­ღა­ტა­კე დაძ­ლე­უ­ლი, იმი­თაც ჩანს, რა ლო­ზუნ­გიც გა­მო­ი­ტა­ნეს - მე­ტი სარ­გებელი ხალხს. აქამ­დე სარ­გებელი მის­ცეს სა­კუ­თარ თავს. ეს ავან­ტი­უ­რიზ­მი უნ­და დამ­თავ­რდეს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1763
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია