საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საკუთარი ცხოვრების დირიჟორი
2010/04/06 13:03:02

ის სა­კუ­თა­რი ცხოვ­რების დი­რიჟორია! - პირ­ვე­ლად ამ აზ­რმა გა­მი­ელ­ვა თავ­ში, რო­ცა მას­ზე წე­რა და­ვიწყე. იქ­ვე და­ვა­მა­ტე - სხვებისაც, რად­გან უკ­ვე 25 წე­ლია, მას­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­­ნის სი­ცოცხლეა და­მო­კი­დებული... კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის დიდ სიყვა­რულ­ზეც ისე­თი­ვე ვნებით საუბრობდა, რო­გორც წლების მან­ძილ­ზე მის მი­ერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­­ნების სი­ცოცხლე­ზე. „წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამხელა ძა­ლა­ა, ხელის ერ­თი მოს­მით იმორ­ჩი­ლებ მთელ ორ­კესტრს...“ - ამბობს ის. ძლი­­რია. სხვა­ნა­­რად, თეთ­რი ხალა­თით ომის ეპი­ცენ­ტრში ვერც მოხვდებოდა, თუმ­ცა, ამბობს, რომ სიძ­ლი­­რე და მე­ამბოხე ხასი­­თი ხში­რად ხელ­საც უშ­ლი­და, მა­მა­კა­ცებს აფრთხობდა. ამი­ტო­მა­ცა­ა, რომ კვლავ ცხოვ­რების მეგ­ზუ­რის გა­რე­შეა. სა­მა­გი­­როდ, უამ­რა­ვი მე­გობარი, მად­ლი­­რი პა­ცი­ენ­ტი და მო­გო­ნებები, რომ­ლებსაც 50 წლის მან­ძილ­ზე აგ­რო­ვებდა, სულ მას­თა­ნაა.

 

მა­ნა­ნა მჟავა­ნა­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მი­ცაა და ჟურ­ნა­ლის­ტიც. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა მის­თვის დღემ­დე „შე­მო­ნახულ პრო­ფე­სი­ად“ რჩება, რად­გან სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვადმყოფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, უმ­ძი­მეს პა­ცი­ენ­ტებთან ჰპო­ვა. თვლის, რომ ცხოვ­რებაში მთა­ვა­რი სწო­რედ ესაა - იპო­ვო სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი.

„ყოველ­თვის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ვფიქ­რობდი. პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცია შე­ვიც­ვა­ლე იმი­ტომ, რომ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხოლოდ ფუ­ლი­ა­ნი ოჯახების, ან ცნობილი ექი­მების შვი­ლები ხვდებოდ­ნენ, ნაც­ნობობით, ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის სიებით და და­მა­ინ­ტე­რე­სა, მარ­თლა ასე ხდებოდა თუ არა. ოჯახიდან არას­დროს წი­ნა­აღ­მდე­გობა არ შემხვედ­რია. მა­მამ თქვა: „მო­სინჯოს და, თუ ვერ მოხვდა, მე­რე ჩააბაროს იმა­ზე, რა­ზეც თვი­თონ უნ­და“.

ძა­ლებს სა­მი წე­ლი სინჯავ­და. პირ­ველ წელს - ერ­თი, მე­ო­რე წელს ნახევა­რი ქუ­ლა და­აკ­ლდა, მე­სა­მე წელს კი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლებით მოხვდა სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუტ­ში. თუმ­ცა, ჩა­რიცხვის შემ­დეგ კი­დევ უფ­რო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა პა­სუხის გა­ცე­მა კითხვა­ზე: „რა მინ­და?“

„პირ­ველ კურ­სზე უკ­ვე და­ვიბენი, ვნახე, რომ კი­დევ უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო სპე­ცი­ა­ლობა ყოფი­ლა... პირ­ვე­ლი სა­მი კურ­სი ოკე­ა­ნი­დან გა­და­ვარ­დნი­ლი­ვით ვიყავი: ხან აქეთ ეხეთ­ქები, ხან იქეთ, არც ცურ­ვა იცი, რომ დი­ნებას გაყვე, დი­ნება ყოველ­თვის მი­გიყვანს სად­ღაც, ხმე­ლე­თამ­დე...“

თან­და­თან მიხვდა, რომ წყნა­რი ცხოვ­რება არც შე­ეძ­ლო. მიხვდა, რომ თე­რა­პია არ იყო მი­სი საქ­მე, რომ პრაქ­ტი­კო­სი ექი­მი იყო.

„ამა­სობაში მოვხვდი მეხუთე კურ­სზე. აღ­მოვ­ჩნდი პრო­ფე­სორ ვა­ნო ლა­ზა­რიშ­ვი­ლის ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც თხემით ტერ­ფამ­დე ინ­ტე­ლი­გენ­ტი, სა­ო­ცა­რი გა­ნათ­ლების კა­ცი იყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მას­თან ერ­თად ვიმყოფებით რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, შე­მო­დის მკვდა­რი, უსი­ცოცხლო ადა­მი­ა­ნი, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი იგი ცოცხლდება და მი­დის სახლში! მა­შინ ჩე­მი, სტუ­დენ­ტის თვალ­თახედ­ვით ვი­ფიქ­რე: ეს არის ის, რაც მინ­და, სპე­ცი­ა­ლობა ავირ­ჩიე!“

 

***

მთე­ლი ცხოვ­რება უმარ­თლებდა, რად­გან ყოველ­თვის დი­დი ადა­მი­ა­ნების გა­რე­მოც­ვა­ში უწევ­და ყოფ­ნა, თუმ­ცა მა­შინ ცხოვ­რების ჩვე­ულ წე­სად მი­აჩ­ნდა: ელ­დარ და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­იებთან, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­თან, ჯან­სულ კახიძეს­თან, ირაკ­ლი აბაში­ძეს­თან, თე­მი­კო ჩირ­გა­ძეს­თან, კო­ტე და კო­ია გო­მარ­თე­ლებთან (და­თო გო­მარ­თე­ლის მა­მა), ნა­ნი ბრეგ­ვა­ძეს­თან (დე­ი­და­მი­სი და ის რძლები იყვნენ) და სხვებთან შეხვედ­რები.

„ჩე­მი პი­როვ­ნება დე­დას­თან ერ­თად ჩა­მოაყალიბა დე­ი­დამ - რუ­სუ­დან დი­დი­ძემ, მსოფლმხედ­ვე­ლობის და გე­მოვ­ნების ჩა­მოყალიბების პე­რი­ო­დი მას­თან გა­ვი­ა­რე, თბილის­ში ვიყავი ძი­რი­თა­დად. დე­ი­დას ქმა­რი - რა­მაზ ფანცხავა, ცნობილი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, პუბლი­ცის­ტი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის თა­ნა­მედ­რო­ვის - ხომ­ლე­ლის (რო­მა­ნოზ ფანცხავას) შთა­მო­მა­ვა­ლი გახლდათ. მი­წევ­და შეხვედ­რები ცნობილ სა­ზო­გა­დოებას­თან, მაგ­რამ მე მა­შინ მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა ასე იც­ნობდა ამ ხალხს. 50 წელს რომ მი­ვაღ­წი­ე, ამ გად­მო­სახედი­დან, მივხვდი, რომ ეს იღბალი და ღვთით ბოძებული სა­ჩუ­ქა­რი იყო“.

პირ­ველ კურ­სზე იყო, მე­ო­რად ფა­კულ­ტე­ტად ჟურ­ნა­ლის­ტი­კა რომ აირ­ჩია. აქაც ძა­ლების მო­სინჯვა სცა­და და სა­კუ­თარ თავ­ზე კი­დევ ერთხელ გა­ი­მარჯვა. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზეც ისე­თი ცნობილი ადა­მი­ა­ნების გა­რე­მოც­ვა­ში მოხვდა, რო­გო­რებიც იყვნენ: აკა­კი ბაქ­რა­ძე, თა­მაზ კვა­ჭან­ტი­რა­ძე, მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე, ნო­დარ ტაბიძე, მა­ნუ­კა თაბორი­ძე. რო­გორც სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ­ლის პე­და­გოგ­მა მე­დეა ჩო­გო­ვა­ძემ უწო­და, „მე­ამბოხე ხუთოს­ნის“ სტა­ტუსს ყოველ­თვის ამარ­თლებდა.

„მზე­ქა­ლა შა­ნი­ძემ ერთ-ერთ ლექ­ცი­ა­ზე თქვა: „ხუთი­ან­ზე“ ქარ­თუ­ლი ენა იცის მხოლოდ მა­მა­ჩემ­მა, „ოთხია­ნი“ მე­კუთ­ვნის მე და „სა­მი­ანს“ არა­ვის და­ვა­მად­ლიო. დე­და, ჩე­მი სიკ­ვდი­ლი-მეთ­ქი! - ამა­ზე წა­მო­ვი­ძახე. რა იყო, არ მოგ­წონ­სო? - მკითხა. არა, რო­გორ არა, მაგ ფონ­ზე ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ მე მე­გო­ნა, აკა­კი შა­ნი­ძემ სტუ­დენ­ტურ „ხუთი­ან­ზე“ უკე­თე­სად იცო­და ქარ­თუ­ლი-მეთ­ქი. აუ­დი­ტო­რი­ა­ში ატყდა ხარხარი და მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე გა­ვი­და... 10 წუ­თის შემ­დეგ შე­მო­დის თა­მაზ კვა­ჭან­ტი­რა­ძე და მე­კითხება: რა უთხარი ასე­თი მზე­ქა­ლა შა­ნი­ძეს, გა­ოგ­ნებული ზის და ტი­რის: რა შე­უ­რაცხყოფა მი­ვაყენე მა­მა­ჩემ­სო!

არ ვი­ცი, მარ­თლა ძლი­ე­რი ვიყავი, თუ ჩე­მი „ფრთი­ა­ნი“ გა­მო­ნათ­ქვა­მების წყალობით მოხდა ეს, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი ისე და­ვამ­თავ­რე, „ოთხია­ნი“ არ მი­მი­ღია“.

ექი­მობის პა­რა­ლე­ლუ­რად, მის ცხოვ­რებაში ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ვერ გან­ვი­თარ­და, რად­გან თვლის, რომ თუ რა­მეს აკე­თებ, ის ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და გა­ა­კე­თო, ან შე­უ­რაცხყოფა არ უნ­და მიაყენო. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში კი პა­ცი­ენ­ტებს იმ­დე­ნი დრო სჭირ­დებათ!.. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ერთ-ერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნის­გან შე­მო­თა­ვა­ზებაც მი­ი­ღო: „არ გი­ჭირს ამ რე­ა­ნი­მა­ცი­ის ნა­ჭუჭ­ში ჯდო­მა? ეს ხომ ძა­ლი­ან ვიწ­როა შენხელა გა­ქა­ნების მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვი­სო, მკითხა, - გად­მო­დი ჩემ­თან პრეს­სპი­კე­რად, ხელ­ფა­სიც ბევ­რად მე­ტი გექ­ნება, დროც და პა­ტი­ვის­ცე­მა­ცო. ვერ გა­ვი­მე­ტე თეთ­რი ხალა­თი!“

დღეს ყვე­ლა­ფე­რი რომ თა­ვი­დან და­იწყოს, მა­ინც იმა­ვე გზას გა­ივ­ლი­და, თეთრ ხალათს კი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე მხოლოდ იმი­ტომ გაც­ვლი­და, რომ ექი­მებისა და სა­ზო­გა­დოების და­პი­რის­პი­რების­თვის მო­ევ­ლო:

„მე ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ჩემს პრო­ფე­სი­ას, მაგ­რამ დღეს, ალბათ, შევ­ცვლი­დი, რად­გან ვფიქ­რობ, ვე­რა­ფე­რი ისე ვერ მო­უვ­ლის სა­ზო­გა­დოების და­პი­რის­პი­რებას ექი­მებთან, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. მხოლოდ ამი­ტომ თუ შევ­ცვლი­დი ჩემს სპე­ცი­ა­ლობას - იმ მხრი­დან ამ მხარეს დავხმა­რებოდი. არაფ­რით არ შე­იძ­ლება ყოველ წუთ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მოხვი­დე და ისაუბრო ექი­მის შეც­დო­მა­ზე ისე, რომ თა­ვად ექიმს არ მო­უს­მი­ნო. შე­იძ­ლება, ექიმ­მა ავადმყოფი ვერ გა­და­არ­ჩი­ნოს, თო­რემ რომ მოკ­ლას, ასე­თი რომ არ არ­სებობს! ექი­მის შეც­დო­მას ვე­რაფ­რით ვერ ემსხვერ­პლება მა­სა. არ შე­იძ­ლება, ექიმ­მა ერ­თდრო­უ­ლად მოკ­ლას 100 ავადმყოფი. პე­და­გო­გის შეც­დო­მამ კი ერ­თდრო­უ­ლად შე­იძ­ლება და­ა­მახინჯოს 40 მო­ზარ­დის სუ­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტის შეც­დო­მამ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მოიყვა­ნა სტა­ცი­ო­ნარ­ში, რომ იცო­დეთ...“

 

***

ცხოვ­რება პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს ახვედ­რებდა. ამბობს, რომ ამით ყოველ­თვის გა­ნებივ­რებული იყო, რად­გან სწავ­ლა და მუ­შაობა უწევ­და, რო­გორც კარგ სპე­ცი­ა­ლის­ტებთან, ისე დიდ პი­როვ­ნებებთან.

პირ­ვე­ლად წმინ­და მიხეი­ლის სა­ა­ვადმყოფო­ში, გა­და­უ­დებელი თე­რა­პია-ტოქ­სი­კო­ლო­გი­ის განყოფი­ლებაში და­იწყო მუ­შაობა. ამ დროს სა­ა­ვადმყოფოს ექი­მი იყო სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში დღემ­დე ლე­გენ­დად დარ­ჩე­ნი­ლი კახია­ნების ოჯახის წევ­რი - ზა­ზა კახია­ნი. უშუ­ა­ლოდ მას კი გრი­გოლ მხეი­ძე, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ერთ-ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობდა.

„ეს იყო კა­ცი, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო სახის ფე­რის და პა­ცი­ენ­ტის მოძ­რაობის მიხედ­ვით გა­მო­ეც­ნო დი­აგ­ნო­ზი. სულ ამბობდა: „დი­აგ­ნოზს გაძ­ლევს ჰაბიტუ­სი და მოძ­რაობა, ხოლო ლაბორა­ტო­რი­ულ გა­მოკ­ვლე­ვებს ვიყენებთ ამის გა­და­სა­მოწ­მებლა­დო. მხოლოდ ძა­ლი­ან სუს­ტი ექი­მი იწყებს ლაბორა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზებით დი­აგ­ნო­ზის დამ­ტკი­ცებასო“.

სწავ­ლის დამ­თავ­რების შემ­დეგ, თვი­თო­ნაც არ იცის - რა­ტომ, მაგ­რამ ქუ­თა­ის­ში დაბრუნ­და, სა­დაც მუ­შაობა სა­ეკ­ლე­სიო სა­ა­ვადმყოფო­ში (წი­ნათ „სა­ღო­რი­ის სა­ა­ვადმყოფო“) და­იწყო. ოდეს­ღაც აქე­დან - ტყის პი­რას მდგა­რი, სა­მო­თახია­ნი ხის ლა­ზა­რე­თი­დან და­იწყო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ჰოს­პი­ტა­ლუ­რი მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რია... იმ კო­ლექ­ტივს დღემ­დე პა­ტივს სცემს; შემ­დეგ კლი­ნი­კურ სა­ა­ვადმყოფო­ში გა­და­ვი­და, რო­მე­ლიც, რო­გორც თა­ვად ამბობს, სა­უ­კე­თე­სო თუ არა, ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფურ­ცე­ლია ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ა­ში. დღემ­დე იქ მუ­შაობს:

„სი­ა­მაყის სა­ფუძ­ვე­ლი მაქვს. აქ მუ­შაობდნენ არაჩ­ვე­უ­ლებრი­ვი ექი­მები, უპირ­ვე­ლე­სად და­ვა­სახელებდი კა­კო ბურჯანა­ძეს. პირ­ვე­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი განყოფი­ლება და­მო­უ­კი­დებლად, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გის გა­რე­შე გაიხსნა სწო­რედ კლი­ნი­კურ სა­ა­ვადმყოფო­ში, გახსნა რუს­მა ლევ ვა­სი­ლევ­მა. ეს იყო არაჩ­ვე­უ­ლებრი­ვი პი­როვ­ნება, მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. ძა­ლი­ან ვა­მაყობ, რომ მის­გან ბევ­რი რამ გად­მო­ვი­ღე, თუმ­ცა, მა­ნამ­დე გე­ნო ფუტ­კა­რა­ძის­გან ვის­წავ­ლე პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ფუძ­ვლები, იგი ქა­ლაქ ტარ­ტუ­ში ერთ-ერ­თი წამყვა­ნი კლი­ნი­კის გამ­გეა. მიხარი­ა, რომ თორ­ნი­კე ბერო­ძის გვერ­დით მო­მი­წია მუ­შაობა...“

 

***

უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დებიც ჰქო­ნია. ზუს­ტად ახსოვს, მძი­მე პე­რი­ო­დი 1989 წლის 22 დე­კემბრი­დან და­იწყო, რო­ცა თბილის­ში, შემთხვე­ვით, იმ ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნდა, სა­ი­და­ნაც ომი და­იწყო. მა­შინ მიხვდა, თურ­მე რა უბრა­ლოდ შე­იძ­ლება და­იწყოს ომი... იმ პე­რი­ოდ­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე იყო ქა­ლა­ქის ?9 სა­ა­ვადმყოფო­ში, გა­და­კე­ტი­ლი თბილი­სის ქუ­ჩებში კი სწო­რედ ?9 სა­ა­ვადმყოფოს­თან იყო დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცოცხლის გზა და მა­საც, სხვა ექი­მებთან ერ­თად, გა­დაჰყავ­და დაჭ­რი­ლი პა­ცი­ენ­ტები. ახსოვს, რო­გორ იდ­გა ტყვიების წვი­მა­ში და არ ეში­ნო­და, რად­გან მა­შინ ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, თუ ერთ ადა­მი­ანს მე­ო­რეს მოკ­ვლა შე­ეძ­ლო მხოლოდ იმი­ტომ, რომ ის მის სიმ­პა­თიებს არ იზი­ა­რებდა... მოგ­ვი­ა­ნებით ომ­შიც ჩაება, რო­გორც ექი­მი.

თვლის, რომ ექიმს უფ­ლება არ აქვს, თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი სიმ­პა­თიები ავადმყოფ­თან გა­მოხატოს. ერთხელ დაჭ­რილ დამ­ნა­შა­ვეს გა­და­ე­ფა­რა, მი­ლი­ცი­ას რომ არ დაეხვრი­ტა. უნახავს დე­დაც, რო­მე­ლიც შვილს ეძებდა და იმი­თაც ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ მის ცხედარს მი­აგ­ნო. უმ­კურ­ნა­ლია ისე­თი ყაჩა­ღის­თვი­საც, რო­მე­ლიც აუ­ღელ­ვებლად ყვებოდა, თუ რო­გორ გახლი­ჩა ჩვი­ლი შუ­ა­ზე...

„მე არ მქონ­და უფ­ლება რა­მის გა­მოხატ­ვის, ის იმ წუთ­ში ავადმყოფი იყო ჩემ­თვის. მი­სი სიკ­ვდი­ლი გარ­და­უ­ვა­ლი გახლდათ და ის სიკ­ვდი­ლის წი­ნა აღ­სა­რებები იყო...“

მოგ­ვი­ა­ნებით, დაჭ­რი­ლების ჩა­მო­საყვა­ნად, აფხაზე­თის ომის ეპი­ცენ­ტრშიც ჩაფ­რინ­და.

„კლი­ნი­კურ სა­ა­ვადმყოფო­ში, ჩვენ­თან, თავ­დაც­ვის შტაბი იყო, რო­მელ­საც კო­ტე ბარ­ქა­ია ხელ­მძღვა­ნე­ლობდა. ომ­ში, რა თქმა უნ­და, მა­მა­კა­ცებს უშ­ვებდნენ. 12 დაჭ­რი­ლი იყო ჩა­მო­საყვა­ნი, აქე­დან ერ­თი - მარ­თვით სუნ­თქვა­ზე და ვერ მოახერხეს იმ კა­ცის ჩას­მა თვით­მფრი­ნავ­ში, ვინც უნ­და წა­სუ­ლიყო. ამ დროს გუ­რამ გვე­ლე­სი­ან­მა მთხოვა, წავ­სუ­ლიყავი. იმ წუ­თას­ვე დავ­თანხმდი, ში­შის შეგ­რძნება არ მქო­ნია. კო­ტე ბარ­ქა­ია და კა­კო ასა­თი­ა­ნი მა­ი­მე­დებდნენ - ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარს გი­ჭერ­თო და მეც და­ი­მე­დებული წა­ვე­დი, მაგ­რამ რო­გორ და­მი­ჭერ­დნენ მხარს თვით­მფრი­ნავ­ში, რო­მელ­საც ქვე­მო­დან ეს­როდ­ნენ?

იქ რომ ჩავ­ფრინ­დით, რუს­თა­ვის მხედ­რი­ო­ნის ნა­წი­ლი დაგვხვდა. ნამ­დვი­ლი სახელი და გვა­რი არ ვი­ცი, „მახნო“ ერ­ქვა მე­თა­ურს და მო­ითხოვა, ექი­მი მო­ვი­დე­სო. ამ დროს ჩა­ვე­დი მე, ქა­ლი, თმა­ზე დი­დი მაქ­მა­ნის ბაფ­თა მე­კე­თა.

„ქა­ლი?!“ - ისე­თი სახე მი­ი­ღო, ამ სა­გიჟეთ­ში ქა­ლი ვინ გა­მო­გიშ­ვაო. ვუთხარი, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში სქე­სი არ არ­სებობს, არ­სებობს პა­ცი­ენ­ტი და ექი­მი-მეთ­ქი. ეტყობა პა­სუხი მო­ე­წო­ნა, მობრძან­დით, ექი­მოო და გა­მაც­ნო დაჭ­რი­ლები...“

ასე გად­მოიყვა­ნეს 12 დაჭ­რი­ლი, თუმ­ცა უკან რომ ბრუნ­დებოდ­ნენ, თვით­მფრი­ნავ­ში თა­ვად გახდა ცუ­დად. ახსოვს, ფერ­და­კარ­გულ­თან ცა­ლი ფეხით რო­გორ მიხოხდა ერთ-ერ­თი დაჭ­რი­ლი და გა­ზეთს უფ­რი­ა­ლებდა. რომ დაფ­რინ­დნენ, პა­ცი­ენ­ტები იძახდნენ: ექიმს მიხედეთ, ექიმ­სო!

„ვეს­ტიბულა­რუ­ლი აპა­რა­ტის დარ­ღვე­ვა მაქვს, სა­ქა­ნე­ლა­ზეც ვერ ვჯდები. რომ და­ვიწყეთ ქა­ნაობა, ცუ­დად გავხდი, დავ­კარ­გე ფე­რი... მე­რე სა­ა­ვადმყოფო­ში მეუბნებოდ­ნენ, ორი სა­ა­თი თეთ­რი ფე­რი გე­დო სახეზე, რა მოხდა, შე­გე­შინ­დაო? იმ წუ­თას არა, ახლა მე­ში­ნია. დე­დამ მხოლოდ სიკ­ვდი­ლამ­დე ორი წლით ად­რე გა­ი­გო ამ შემთხვე­ვის შე­სახებ, რი­გი­თი საუბრის დროს, მა­ნამ­დე მე არ მით­ქვამს“.

ამ მოვ­ლე­ნების შემ­დეგ, პირ­ვე­ლი ნერ­ვუ­ლი შე­ტე­ვა 1992 წლის 31 დე­კემბერს და­ე­მარ­თა, ახალი წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სრო­ლა რომ ატყდა. ეჩ­ვე­ნებოდა, რომ ვი­ღა­ცა უნ­და მო­ეკ­ლათ. ხალხმრა­ვა­ლი ად­გი­ლების დღემ­დე ეში­ნი­ა, თუმ­ცა, ის რთუ­ლი პე­რი­ო­დებიც დღეს კარ­გად ახსენ­დება.

„ის გან­ცდებიც უფ­ლის­გან იყო, სხვაგ­ვა­რად, გა­მოც­დას რო­გორ გა­ვუძ­ლებდი? არას­დროს სა­სო­წარ­კვე­თას არ უნ­და მი­ე­ცე, გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ციები არ არ­სებობს, რაც მთა­ვა­რია, უნ­და გიყვარ­დეს! სულ უნ­და გიყვარ­დეს და სიყვა­რუ­ლით აკე­თო ყვე­ლა­ფე­რი.

ახლა 50 წე­ლი შე­მის­რულ­დება და არ მრცხვე­ნია ამ ასა­კის. არ არის აუ­ცი­ლებელი, იყო 100 წლის, რომ გა­მოც­დი­ლება გა­უ­ზი­ა­რო ვინ­მეს, ან მა­ინც და მა­ინც 20 წლის, რომ რა­ღა­ცით თა­ვი მო­ი­წო­ნო. ყვე­ლა ასაკ­ში შე­იძ­ლება ეს“.

 

***

კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვადმყოფოს გარ­და, დე­და­თა და ბავ­შვთა სამ­კურ­ნა­ლო დი­აგ­ნოს­ტი­კურ ცენ­ტრშიც მუ­შაობს და ყოველ მე­ო­რე დღეს ღა­მის­თე­ვები უწევს. ამბობს, რომ 25 წლის მან­ძილ­ზე ოჯახი მის „არა­ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რების“ რიტმს უკ­ვე შე­ე­გუა.

ძა­ლი­ან უყვარს სი­ცოცხლე, გა­ზაფხულიც, რად­გან სი­ცოცხლის საწყისია. სამ­შობია­რო­ში კი­დევ უკეთ გრძნობს სი­ცოცხლის უწყვეტ ჯაჭვს. პა­ტა­რების სუფ­თა სახეების და­ნახვაც ყვე­ლა­ნა­ირ სტრესს უხსნის...

სხვა­თა უმ­ძი­მეს ავადმყოფობას­თან, სიკ­ვდილ­თან სა­კუ­თარ უსუ­სუ­რობას კი დღემ­დე ვერ შე­ე­გუა. ჰქო­ნია შემთხვე­ვები, რომ წას­ვლა­ზეც უფიქ­რი­ა, თუმ­ცა მის მი­ერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტის ქუ­ჩა­ში შემთხვე­ვით შეხვედ­რი­ლი, უც­ნობი ახლობლის მად­ლობებს უკან მოუბრუ­ნებია. უფ­ლის ნებით, კი­დევ ბევ­რის სი­ცოცხლის გა­დარ­ჩე­ნაა მის ხელ­ში...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1669
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია