დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„გადამდები ადამიანი“ ჯეოსტარის კულისებში
2009/12/28 13:13:06

ემო­ცი­­რი, თბილი და მუ­სი­კა­ლუ­რი - ეს „ჯეოს­ტა­რი-2009“-ში იმე­რე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შო­თა ლე­გაშ­ვი­ლი­ა, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ტურ­ში ქალბატონ­მა მა­რი­ნე ბერი­ძემ ასე დაახასი­­თა: „გა­დამ­დები ადა­მი­­ნი“.

 

ალბათ, ამი­ტო­მაც იყო, რომ ის პრო­ექ­ტში ხალხის ფა­ვო­რიტად და ერთ-ერთ ლი­დე­რად რჩებოდა, თუმ­ცა, ხუთე­ულ­ში გა­სუ­ლი, შეჯიბრს მა­ინც გა­მო­­თი­შა. 

ჩვენს გა­ზეთს შო­თა პირ­ვე­ლად პრო­ექ­ტის დაწყებამ­დე ეს­ტუმ­რა. მა­ში­ნაც სა­ოც­რად ღე­ლავ­და, რად­გან იცო­და, რომ იმე­რე­თის სახელით გა­მოს­ვლა ძა­ლი­ან დი­დი პა­სუხის­მგებლობა იყო. ამბობდა, რომ ფოლ­კლო­რულ ან­სამბლში სიმ­ღე­რის 16-წლი­­ნი გა­მოც­დი­ლების მიუხედა­ვად, ყვე­ლა­ზე მე­ტად ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რების ტუ­რი აფიქ­რებდა, თუმ­ცა, თვლი­და, რომ თა­ვის შე­საძ­ლებლობებს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოიყენებდა და იმე­რეთ­საც, ღირ­სე­­ლად წარ­მო­­ჩენ­და.

მე­­რედ პრო­ექ­ტი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მო­ვიწ­ვი­ეთ და ჯეოს­ტა­რის სცე­ნი­დან გა­მოყოლილ ემო­ციებთან ერ­თად, რე­პე­ტი­ციებსა და კუ­ლი­სებშიც შე­ვიხედეთ.

- ხალხის გა­­ცებას ყვე­ლა­ზე მე­ტად იწ­ვევ­და ის, რომ ერთ კვი­რა­ში საკ­მა­ოდ რთულ სიმ­ღე­რებს ამ­ზა­დებდით, რო­გო­რი იყო მზა­დების პრო­ცე­სი?

- მზა­დების პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, ყვე­ლა­ნი ერ­თად ვისხედით, ვუს­მენ­დით ერ­თმა­ნეთს. ქალბატო­ნი მა­რი­ნეც მო­დი­ო­და და გვის­მენ­და, და­რი­გებებს და შე­ნიშ­ვნებს გვაძ­ლევ­და. კარ­გი იყო ის სი­ტუ­ა­ცი­ა, სა­დაც ვიყავით, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე მუ­სი­კა­ლუ­რად, თუმ­ცა, ეს არ ხდებოდა ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლი მუ­შაობის შე­დე­გად. შე­იძ­ლება ით­ქვას, ძა­ლი­ან მცი­რე დრო­ით შე­მო­ი­ფარ­გლებოდა. ვფიქ­რობ, მე­ტის გა­კე­თებაც შე­იძ­ლებოდა,  უფ­რო დი­დი დრო რომ დათ­მობოდა კონ­კურ­სან­ტებთან მუ­შაობას.

- სიმ­ღე­რების შერ­ჩე­ვა რო­გორ ხდებოდა?

- სიმ­ღე­რებს გვირ­ჩევ­დნენ პე­და­გო­გები. ჩვენ მოგ­ვდი­ო­და დის­კები ტექ­სტებით, წა­ვი­ღებდით, მო­ვუს­მენ­დით და ვცდი­ლობდით, მაქ­სი­მა­ლუ­რად გაგ­ვე­თა­ვი­სებინა. „ჯეოს­ტარ­ში“ ყოფ­ნის დროს სულ რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლე. აქე­დან, იყო ისე­თები, რომ­ლებშიც ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობდი თავს, ზოგ­ში - პი­რი­ქით.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლება გა­გი­ჭირ­და?

- სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლობა აქვს, რა სიმ­ღე­რას შე­გირ­ჩე­ვენ. ერთ-ერთ ტურ­ში ეს­პა­ნუ­რი სიმ­ღე­რა მქონ­და, „ჩი­კი­ტი­ტა“. ძა­ლი­ან საყვა­რე­ლი სიმ­ღე­რა­ა, მაგ­რამ ტექ­სტის და­მახსოვ­რების პრობლე­მა მქონ­და. ეს ნაბიჯები იყო ჩემ­თვის დამწყები და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცო­ტა გა­მი­ჭირ­და ეს­პა­ნუ­რი სიმ­ღე­რის მორ­გება. ტექ­სტი მეშ­ლებოდა ხში­რად, ხან რას ვი­ძახდი, ხან რას, თუმ­ცა, საბოლო­ოდ, სცე­ნა­ზე მა­ინც სწო­რად გამ­ქონ­და.

- ყვე­ლა­ზე კარ­გად რო­მელ ტურ­ში გრძნობდი თავს?

- ქარ­თულ ტუ­რებში ძა­ლი­ან მშვი­დად და წყნა­რად ვიყავი და ეს მეტყობოდა კი­დეც. თუმ­ცა, იქაც სხვა­დასხვა ჟან­რის სიმ­ღე­რები იყო შერ­ჩე­უ­ლი. იყო ისე­თებიც, რომ­ლებშიც ვერ ვგრძნობდი თავს კარ­გად. ეს არ იყო ის სიმ­ღე­რები, რო­მელ­შიც და­ი­ნახავ­და მსმე­ნე­ლი ჩემს თავს, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობდი, მო­მერ­გო. ვე­ცა­დე და გა­ვა­კე­თე კი­დეც ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­იძ­ლებოდა გა­მე­კე­თებინა.

ყვე­ლა­ზე მშვი­დად თავს ვგრძნობდი, პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა რომ ვიმ­ღე­რე -       „სიყვა­რუ­ლი მა­ინც მო­ვა“. თვი­თონ სიმ­ღე­რა ურ­თუ­ლე­სი შე­სას­რუ­ლებელი­ა, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ვირ­გე, მი­ვი­ღე ჩე­მად. ვინც გვირ­ჩევ­და სიმ­ღე­რებს, იმათ­გა­ნაც ძა­ლი­ან სწო­რად იყო შერ­ჩე­უ­ლი. სწო­რედ ეს სიმ­ღე­რა მოს­წონთ ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩემს მე­გობრებს, იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც გვერ­დით მედ­გა. ასე­ვე, ჩე­მი ნამ­ღე­რებიდან გა­მოვყოფ­დი ხალხურ ტურს, რო­მელ­შიც „გა­რე­კახური“ ვიმ­ღე­რე გი­ორ­გი უში­კიშ­ვილ­თან ერ­თად.

- კონ­კურ­სან­ტებს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თობა გქონ­დათ ერ­თმა­ნეთ­თან?

- დი­დი გვერ­დში დგო­მა იყო ამ პრო­ექ­ტში. კონ­კურ­სან­ტებს კარ­გი და­მო­კი­დებულება გვაქვს, ძა­ლი­ან გვიყვარს ერ­თმა­ნე­თი, ხში­რად ვეხმი­ა­ნებით კი­დეც. მარ­თა­ლი­ა, დრო­ში ცო­ტა შეზ­ღუ­დუ­ლები ვიყავით პრო­ექ­ტის გა­მო, უფ­რო მუ­შაობის­კენ ვიყავით გა­დარ­თუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ვპო­უ­ლობდით დროს ერ­თმა­ნე­თის­თვის. დუ­ტა და ანა­ნოც ძა­ლი­ან გვამხნე­ვებდნენ, ყვე­ლას­თან თბილი ურ­თი­ერ­თობა აქვთ.

- კუ­ლი­სებში რა ხებოდა, სა­ნამ თქვენს გა­მოს­ვლას ელო­დით?

- TBS-ს ოთახში ყვე­ლა­ნი იმ­დე­ნად ვნერ­ვი­უ­ლობდით, ერ­თმა­ნე­თის სიმ­ღე­რის მოს­მე­ნის თა­ვიც არ გვქონ­და, და­ძაბულები ვიყავით ძა­ლი­ან. ყვე­ლა­ნი ვგულ­შე­მატ­კივ­რობდით ერ­თმა­ნეთს, ვამხნე­ვებდით, მაგ­რამ მთლი­ა­ნად იმა­ზე ვიყავით გა­დარ­თუ­ლი, ჩვე­ნი ჯერი რომ მო­ვი­დო­და, რო­გორ ვიმ­ღე­რებდით.

- რას ნიშ­ნავ­და შენ­თვის „ჯეოს­ტა­რის“ სცე­ნა­ზე დგო­მა?

- ძა­ლი­ან დიდ ბედ­ნი­ე­რებას! ისეთ ბენ­დთან სიმ­ღე­რა, რო­მელ­შიც ასე­თი სპე­ცი­ა­ლის­ტები არი­ან, ძა­ლი­ან დი­დი სი­ა­მოვ­ნება და ბედ­ნი­ე­რებაა, რო­გორც ნების­მი­ე­რი დამწყების, ისე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვის.

გი­ორ­გი უში­კიშ­ვილ­თან ერ­თად სიმ­ღე­რაც დი­დი ბედ­ნი­ე­რებაა. ალბათ, ხალხურ სფე­რო­ში ვინც არის, ყვე­ლა ინატ­რებდა, გი­ორ­გის­თან ერ­თად სიმ­ღე­რას. თან, ეს იყო ურ­თუ­ლე­სი სიმ­ღე­რა - „გა­რე­კახური“ თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფერს კარ­გად გა­ვარ­თვი თა­ვი.

- ჟიუ­რის შე­ნიშ­ვნებზე და აუტსაიდერებში დგო­მის დროს რო­გო­რი გან­ცდა გქონ­დათ?

- სა­ნერ­ვი­უ­ლო იყო, ში­ნა­გა­ნი გან­ცდაც... ჟიუ­რის შე­ფა­სებები ძა­ლი­ან სწო­რი იყო - შე­ნიშ­ვნებთან ერ­თად ბევ­რი და­დებითიც ით­ქვა. ძი­რი­თა­დად, მშვი­დი რე­აქ­ცია გვქონ­და, თუმ­ცა, ში­ნა­გა­ნად მა­ინც მოქ­მე­დებდა.

- რა მის­ცა ამ პრო­ექ­ტმა შო­თა ლე­გაშ­ვილს?

- მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ვი­ზარ­დე, ერ­თი სა­ფეხურით მაღ­ლა ავე­დი. პირ­ველ რიგ­ში, დი­დი გა­მოც­დი­ლება მი­ვი­ღე, რაც ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავს. იქ იყვნენ კონ­კურ­სან­ტები, რომ­ლებსაც მა­ნამ­დეც ჰქონ­დათ დი­დი გა­მოც­დი­ლება, ჩემ­თვის კი ეს პირ­ვე­ლი ნაბიჯები იყო.

- რო­გორ ფიქ­რობ, შე­ნი შე­საძ­ლებლობის მაქ­სი­მუ­მის გა­კე­თება შე­ძე­ლი?

- ისე ვერ წარ­ვსდე­ქი მაყურებლის წი­ნა­შე, რო­გორც შე­მეძ­ლო, ვერ ვაჩ­ვე­ნე მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩე­მი თა­ვი. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და იმე­რე­თი რომ გიყურებს, ძა­ლი­ან სა­ნერ­ვი­უ­ლო­ა, მი­თუ­მე­ტეს - დამწყების­თვის. რთუ­ლია, პირ­ვე­ლი­ვე ნაბიჯები ჯეოს­ტა­რი­დან და­იწყო. თუმ­ცა, ეს არის პრო­ექ­ტი, სა­დაც უნ­და გა­მოჩ­ნდნენ ახალი სახეები, აღ­მო­ა­ჩი­ნონ მა­თი ნი­ჭი და გა­აღ­ვი­ვონ, რომ ხალხმაც და­ი­ნახოს.

- „ჯეოს­ტა­რი­დან“ გა­მოს­ვლის შემ­დეგ რას გა­­კე­თებ?

- ისევ ან­სამბლ „ახალუხლებში“ ვმღე­რი, თან სა­მებაში ვგა­ლობ. სხვა­თა­შო­რის, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­მოც­დებზე ძა­ლი­ან და­მეხმარ­ნენ და ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელი შე­მიწყვეს.

- „ჯეოს­ტარ­ში“ შეს­ვლის გა­დაწყვე­ტი­ლება დე­დის გა­მოც მი­­ღე, ალბათ, ყვე­ლა­ზე დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ის იყო...

- დე­და ძა­ლიან ნერ­ვი­უ­ლობდა, გა­ნიც­დი­და, ამას მოჰყვებოდა ცრემ­ლები, ემო­ცი­ა, მო­ნატ­რება... ძა­ლი­ან მაკ­ლდა, თუმ­ცა იტა­ლი­ი­და­ნაც გვერ­დში მედ­გა ყვე­ლა­ნა­ი­რად. პირ­ველ რიგ­ში დე­დას მინ­და მად­ლობა ვუთხრა იმი­სათ­ვის, რომ მე ასე­თი ვარ, რო­გო­რიც ვარ... და ასე წარ­მო­მიდ­გე­ნია ის გზა, რო­მე­ლიც უნ­და გა­ვი­ა­რო. მინ­და ძა­ლი­ან დი­დი მად­ლობა ვუთხრა ბოლომ­დე გვერ­დში დგო­მის­თვის ჩემს ქა­ლაქს, მე­გობრებს, სა­ნა­თე­სა­ოს, საახლობლოს, იმათ, ვი­სი დახმა­რებითაც მე აქამ­დე მო­ვე­დი, - ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­თი დამ­სახურებაა. მად­ლობა იმ უც­ნობ ადა­მი­ა­ნებსაც, ვინც გა­მიც­ნო პრო­ექ­ტი­დან და ერ­თი ზა­რი მა­ინც გა­მო­უშ­ვა, ან ის ერ­თი ზა­რიც არა, უბრა­ლოდ, თა­ნად­გო­მა მაგ­რძნობინა თბილი გა­ღი­მებით... ყვე­ლა ამ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან დი­დი მად­ლობა.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებზე რას გვეტ-ყვი?

- რა­ღაც გეგ­მები მაქვს. ძა­ლი­ან მინ­და ჩემს ქუ­თა­ისს ერ­თი ლა­მა­ზი კონ­ცერ­ტი ვა­ჩუ­ქო, „ჯეოს­ტა­რე­ლებთან“ და ჩემს ან­სამბლ „ახალუხლებთან“ ერ­თად.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია