დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა საახელწლო საჩუქარი გაუკეთა მარიამმა თამარ ჭოხონელიძეს?
2009/12/28 12:49:25

მომ­ღე­რალ თა­მარ ჭოხონე­ლი­ძის ოჯახში საახალ­წლო ტრა­დი­ციები არ­სებობს. ისი­ნი ყოველ­თვის შინ ხვდებიან ახალი წლის შე­მობრძა­ნებას და, პირ­ველ რიგ­ში ერ­თმა­ნეთს ულო­ცა­ვენ. სწო­რედ ამ ტრა­დი­ციების შე­სახებ ვე­საუბრეთ ქალბატონ თა­მარს. 

 

 

- იქ­ნებ გაიხსე­ნოთ თქვენ­თვის  ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­­რი ახალი  წე­ლი.

- ჩემ­თვის ახალი წე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, არის იმე­დი, იმის განწყობა, რომ რა­ღაც უკე­თე­სი და სა­ინ­ტე­რე­სო მო­დის. იყო ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გობებით სავ­სე წე­ლიც, მაგ­რამ, ამავ­დრო­უ­ლად, სა­ინ­ტე­რე­სო და შე­დე­გი­ა­ნიც. ეს არის ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ბავ­შვობიდან მიყვარ­და ახალი წე­ლი, გან­სა­კუთ­რებული კი იყო 1990 წლის ახალი წე­ლი, იმი­ტომ რომ 1989 წლის 9 დე­კემბერს  გაჩ­ნდა მა­რი­ა­მი და უკ­ვე ბავ­შვით შევხვდი ახალ წელს. 1991 წლის ახალი წე­ლიც  მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის, რად­გან უკ­ვე მე­ო­რე შვი­ლი - კონ­სტან­ტი­ნე გაჩ­ნდა - ასე­ვე 9 დე­კემბერს. ეს ორი წე­ლი გან­სა­კუთ­რებით გა­მორ­ჩე­უ­ლად მახსოვს. ამ 2010 წელ­საც სიახლით ვხვდები, თქვენს გა­ზეთს პირ­ვე­ლად მი­ვაწ­ვდი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას - ჩემს ოჯახში ნა­მა­ტი­ა, მა­რი­ა­მი დაოჯახდა. ასე რომ, ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის და, შე­იძ­ლება, შემ­დეგ წელს ბებიაც კი გავხდე.

- საახალ­წლოდ რო­გორ ემ­ზა­დებით, რა ტრა­დი­ციები აქვს თქვენს ოჯახს?

- ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და ფეს­ვმა­გა­რი ტრა­დი­ციები აქვს ჩემს ოჯახს. საახალ­წლოდ დი­დი რუ­დუ­ნებით  ვამ­ზა­დებთ სა­ცივს, გო­ზი­ნაყს და სხვა კერ­ძებს. პირ­ველ რიგ­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ტრა­დი­ცია მაქვს ის, რომ აუ­ცი­ლებლად შინ ვხვდები ახალ წელს, ამას სხვა მად­ლი და ძა­ლა აქვს. აუ­ცი­ლებლად ჩემს ოჯახის წევრს უნ­და მი­ვუ­ლო­ცო პირ­ვე­ლად ახალი წლის შე­მობრძა­ნება.

- ბავ­შვობაში  თუ გქო­ნი­ათ გა­მორ­ჩე­­ლი ახალი  წე­ლი  და თოვ­ლის პა­პის თუ გჯერო­დათ?

- თოვ­ლის პა­პის, დაახლოებით, 8-10 წლამ­დე მჯერო­და. კარ­გად მახსოვს  ის სა­ო­ცა­რი გან­ცდა, რო­დე­საც  დი­ლით ვდგებოდი და სა­ჩუ­ქა­რი ბალი­შის ქვეშ, ან სა­წოლ­თან მხვდებოდა. ერთხელ, მახსოვს, მა­მა­ჩემ­მა მო­ი­ტა­ნა ჩვე­ნი  ჭე­რის სი­მაღ­ლე ნაძ­ვის ხე, რომ­ლის წვე­რი გა­და­საჭ­რე­ლი გახდა, რად­გან ოთხმეტ­რნახევ­რი­ან ოთახშიც კი ვერ და­ე­ტია. ეს იყო სა­ო­ცა­რი გან­ცდა. ჩემ­თან მო­დი­ოდ­ნენ ბავ­შვები და ნახულობდნენ ნაძ­ვის ხეს. საახალ­წლო შეხვედ­რაც ამ ნაძ­ვის ხეს­თან მოხდა, გან­სა­კუთ­რებული იყო ის ახალი წე­ლი ჩემ­თვის.

- ყვე­ლა­ზე დი­დი სიყვა­რუ­ლით რო­მელ კერძს  ამ­ზა­დებთ ხოლ­მე საახალ­წლოდ?

- სი­ა­მოვ­ნებით თით­ქმის ყვე­ლა კერძს ვამ­ზა­დებ, თუ ეს არ არის ხორ­ცი­ა­ნი, რად­გან მე ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ და ხორ­ცი თვი­თონ არ მიყვარს. სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან მიყვარს თევ­ზი, ვამ­ზა­დებ ძა­ლი­ან კარგს.

- რა­­მე განსხვა­ვებულ რე­ცეპტს ხომ არ მი­­წო­დებდით სა­ზო­გა­დოებას?

- რო­გორც  გითხარით, ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ, ამი­ტომ თევ­ზის რე­ცეპტს  გეტყვით. სვა­ნებმა მას­წავ­ლეს და თევ­ზის კუბდა­რი ჰქვი­ა, შემ­დეგ ცო­ტა რა­ღა­ცეები ჩე­მებურად  გა­და­ვა­კე­თე.

კალ­მახი უნ­და მოიხარ­შოს, და­ი­ძენ­ძოს, ფხების­გან  გა­სუფ­თავ­დეს, შემ­დეგ და­ვაყრით ცოცხლად დაჭ­რილ ხახვს და აჯიკას - წყალ­თან შე­ზა­ვებულს. თვი­თონ ეს ფარ­ში უკ­ვე ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია. ამ მა­სას ვდებ ფე­ნო­ვან ცომ­ში და, რო­გორც ღვე­ზე­ლი, ისე ცხვება. და­მიჯერეთ, უგემ­რი­ე­ლე­სია.

- ზო­დი­­ქო­თი რა ხართ და თუ ეც­ნობით ხოლ­მე  ჰოროს­კოპს?

- თხის რქა ვარ ზო­დი­ა­ქო­თი. ჰოროს­კოპს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად გა­დავხედავ ხოლ­მე. ჩემ­ზე კარ­გად არა­ვინ იცის, რო­გო­რი ხასი­ა­თი მაქვს. ჩე­მი წარ­მმარ­თვე­ლი ძა­ლა არის ჩემ­ში. ასე რომ, სა­კუ­თარ თავს კარ­გად ვფლობ და ვი­ცი, რა უნ­და გა­ვა­კე­თო.

- ბავ­შვებს საახალ­წლოდ თუ უმ­ზა­დებდით სა­ჩუქ­რებს და თუ აპი­რებთ,  წელ­საც გა­­კე­თოთ ს­ურ­პრი­ზები?

- სულ ყოველ­თვის, არ­ცერ­თი წე­ლი არ ყოფი­ლა, რომ  სა­ჩუქ­რის გა­რე­შე გა­მე­ტა­რებინოს. პა­ტა­რები იყვნენ მა­რი­ა­მი  და კო­კო, რო­ცა გა­მო­მიცხადეს, თოვ­ლის ბაბუა არ არ­სებობსო. მა­შინ ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ცი­ნეთ  და ვუთხარი, კარ­გით-მეთ­ქი. იმ წე­ლი­წადს ძა­ლი­ან მსუბუქი სა­ჩუქ­რები მო­უ­ტა­ნა თოვ­ლის ბაბუამ. ეს არ მო­ე­წო­ნათ და აღი­ა­რეს  მი­სი არ­სებობა. ერთხელ მა­რი­ა­მი 10 წლის იყო, ნაძ­ვის ხეზე და­მახვედ­რა  წე­რი­ლი, თოვ­ლის პა­პას სწერ­და, რომ უნ­დო­და ისე­თი თოჯინა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავ­და ბავშვს. ბოლო­ში მი­წე­რი­ლი ჰქონ­და         „P.S.“ მე ვი­ცი, რომ ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლე, ამი­ტომ თუ ვერ მოახერხო თოჯინის  მო­ტა­ნა, ჩა­დე ამ კონ­ვერ­ტში 30 ლა­რი და მე თვი­თონ ვიყიდიო. იმ წე­ლი­წადს მი­ი­ღო მა­რი­ამ­მა ის თოჯინა. წელ­საც ვა­პი­რებ, სა­ჩუქ­რები გა­ვუ­კე­თო შვი­ლებს, მაგ­რამ ჯერ არ მო­მი­ფიქ­რებია.

- თით­ქმის სულ  და­კა­ვებული იყავით, რო­გორ  ახერხებდით ოჯახისა და სცე­ნის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სებას, ეს რთუ­ლი არ იყო?

- ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან მსუბუქია იმი­ტომ, რომ, პირ­ველ რიგ­ში,  ქა­ლი უნ­და იყოს დე­და და ოჯახის ერთ-ერ­თი წარ­მმარ­თვე­ლი ძა­ლა. მე ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­თა­ვი­სებული მაქვს. ქალ­მა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად უნ­და გა­და­ა­ნა­წი­ლოს დრო და ყოველ­თვის დარ­ჩება იმის შე­საძ­ლებლობა, ოჯახს მიხედოს.

- ხომ არ დამ­დგა­რა ო­დეს­მე თქვენს ცხოვ­რებაში ეტა­პი, რო­დე­საც არ­ჩე­ვა­ნი უნ­და გა­გე­კე­თებინა ოჯახსა და სცე­ნას შო­რის?

- იყო, რო­გორ  არა, მა­შინ, რო­დე­საც მე ვიყავი შვი­ლების მო­ლო­დინ­ში და მე­რეც, რამ­დე­ნი­მე წე­ლი, სა­ნამ წა­მო­იზ­რდებოდ­ნენ. მე მი­მაჩ­ნია, რომ სცე­ნა­ზე ფეხმძი­მე ქა­ლი არა­ეს­თე­ტი­უ­რი­ა, ის ძა­ლი­ან ლა­მა­ზია ქუ­ჩა­ში, ოღონდ არა - სცე­ნა­ზე. ჩემ­თვის ეს არა­სა­სი­ა­მოვ­ნოა. ბავ­შვების გა­ჩე­ნის შემ­დეგ მე ორი წე­ლი სცე­ნა­ზე არ გა­მოვ­სულ­ვარ, თუ არ ჩავ­თვლი „იავ­ნა­ნას“. ეს ისე­თი დროა, რო­ცა შვი­ლებს აუ­ცი­ლებლად სჭირ­დებათ დე­და.

- და ბოლოს, რას უსურ­ვებდით დამ­დეგ 2010 წელს ქარ­თველ ხალხს?

- პირ­ველ  რიგ­ში, მინ­და ვუ­სურ­ვო  კე­თილ­გო­ნი­ე­რება და იმ უნა­რის ამო­ტივ­ტი­ვება, რო­მე­ლიც ჩვენ გე­ნე­ტი­კუ­რად გვდევს. ეს არის სიყვა­რუ­ლის, ერ­თმა­ნე­თის გა­ტა­ნის, ერ­თმა­ნე­თის ცუ­დი­სა და კარ­გის და­ნახვის უნა­რი, იმი­ტომ, რომ მა­შინ, რო­დე­საც ცუდს და­ი­ნახავ, არ შე­იძ­ლება იქ­ვე მიაყოლო ზიზ­ღი.  მინ­და იყვნენ ერ­თი­ა­ნები და ერ­თსუ­ლოვ­ნები. აი, ეს მინ­და ვუ­სურ­ვო ქარ­თველ ხალხს.

 

სა­ლო­მე სა­ნი­კი­ძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2016
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია