დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვის მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე?
2009/09/30 13:21:12

„ყოველ ადა­მი­ანს აქვს უფ­ლება - თა­ვი­სუფ­ლად მი­ი­ღოს და გა­ავ­რცე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ა, გა­მოთ­ქვას და გა­ავ­რცე­ლოს თა­ვი­სი აზ­რი ზე­პი­რად, წე­რი­ლობით ან სხვაგ­ვა­რი სა­შუ­ა­ლებით,“ - წე­რია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში. ამა­ვე აზრს შე­ი­ცავს და უფ­რო მე­ტად ამყარებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა საყოველ­თაო დეკ­ლა­რა­ცია და ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა კონ­ვენ­ცია. ხოლო რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლება, ამას გა­ე­როს 1946 წლის რე­ზო­ლუ­ცია ცალ­სახად გან­მარ­ტავს. იქ წე­რია: „ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლება არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლება და ყვე­ლა თა­ვი­სუფ­ლების ქვა­კუთხედი, რომ­ლებსაც გა­ე­რო აღი­ა­რებს.“ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებარე სა­ქარ­თვე­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლების ყვე­ლა პრინ­ციპს უნ­და იცავ­დეს. თუმ­ცა დღეს ტერ­მი­ნი „სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია“ ზო­გი­ერ­თი საჯარო და­წე­სებულების მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტია. იგი ცალ­სახად ნიშ­ნავს, რომ „სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია - საჯარო და­წე­სებულებაში და­ცუ­ლი, აგ­რეთ­ვე საჯარო და­წე­სებულების ან მო­სამ­სახურის მი­ერ სამ­სახურებრივ საქ­მი­ა­ნობას­თან და­კავ­ში­რებით მი­ღებული, და­მუ­შა­ვებული, შექ­მნი­ლი ან გაგ­ზავ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ა­ა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს სახელ­მწი­ფო, კო­მერ­ცი­ულ ან პი­რად სა­ი­დუმ­ლოებას“. ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლების გლობალუ­რი ქსე­ლის შექ­მნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად 2002 წლის 28 სექ­ტემბერს და­არ­სდა ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლების სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სებულ ვი­თა­რებაზე ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, ექ­სპერ­ტი თა­მარ გურ­ჩი­ა­ნი გვე­საუბრება.

 

- ქალბატო­ნო თა­მარ, დღეს რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხელი­სუფ­ლება დე­მოკ­რა­ტი­ულ ფა­სე­უ­ლობებზე ლა­პა­რა­კობს, რამ­დე­ნად არის ქვეყანა­ში და­ცუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მობის პრინ­ცი­პი და არის თუ არა მო­სახლეობის­თვის ინ­ფორ­მა­ცია საჯარო?

-ჟურ­ნა­ლის­ტებისა და არა­სამ­თავ­რობო სექ­ტო­რის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის საჯაროობა შეზ­ღუ­დუ­ლი არ არის, მო­სახლეობის­თვის კი, პრაქ­ტი­კუ­ლად, მი­უწ­ვდო­მე­ლია. რო­ცა ჟურ­ნა­ლის­ტებსა და არა­სამ­თავ­რობო სექ­ტორ­ზე ვსაუბრობთ, იქ არის მო­ლო­დი­ნი გა­სა­ჩივ­რებისა, რად­გან მათ აქვთ სა­შუ­ა­ლება, გა­დაიხადონ სა­კომ­პენ­სა­ციო ბაჟი და ასე შემ­დეგ. მო­ქა­ლა­ქის მი­ერ მოთხოვ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კი ასე­თი მო­ლო­დი­ნი არ არ­სებობს. ჟურ­ნა­ლის­ტებს და არა­სამ­თავ­რობო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს აქვთ ფო­კუ­სი­რებული ჯგუ­ფები, რო­მელ­თა პრობლე­მა­საც ინ­ფორ­მა­ცი­ის საჯარო მოთხოვ­ნა ით­ვა­ლის­წი­ნებს. მო­ქა­ლა­ქეებს კი მხოლოდ პი­რა­დი სარგებლობისთვის ესა­ჭი­როებათ მოთხოვ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

რო­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მობაზე ვსაუბრობთ, ქვეყანა­ში კარ­გი კა­ნო­ნი უნ­და არ­სებობდეს, რა­საც, პრაქ­ტი­კუ­ლად, მი­ვაღ­წი­ეთ კი­დეც. მომ­დევ­ნო ეტა­პია ამ კა­ნო­ნების ცხოვ­რებაში და­ნერ­გვა და პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მოყენება. პრო­ცე­დუ­რები საჯარო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოთხოვა-მი­ღებას­თან და­კავ­ში­რებით მეტ-ნაკ­ლებად დამ­კვიდ­რდა და დღეს არც ერ­თი საჯარო და­წე­სებულება არ მე­გუ­ლება, რო­მელ­მაც არ იცის ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლების შე­სახებ კა­ნო­ნი. ხოლო რამ­დე­ნად იცავს, ეს სხვა სა­კითხია. ახლა ვართ იმ ეტაპ­ზე, რო­დე­საც, პრო­ცე­დუ­რების გარ­და, მა­ღალ დო­ნე­ზე ვითხოვთ ამ უფ­ლების განხორ­ცი­ე­ლებას. საჯარო და­წე­სებულებების წარ­მო­მად­გენ­ლებმა უნ­და ის­წავ­ლონ, რო­გორ მო­იქ­ცნენ, რო­ცა მო­ქა­ლა­ქის­გან საჯარო ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სახებ გა­მოთხოვის განცხადებებს მი­ი­ღებენ. ასე­ვე იზ­რუ­ნონ რამ­დე­ნად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია პა­სუხი. დღეს რე­ა­ლუ­რად დგას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვების პრობლე­მა, რად­გან ში­ნა­არ­სი არას­დროს არის და­მაკ­მაყოფი­ლებელი და შე­საბამი­სი იმი­სა, რაც მო­ვითხოვეთ.

- და რა არის ამის მი­ზე­ზი?

- მი­ზე­ზი მა­ღა­ლი დო­ნის ბიუ­როკ­რა­ტია და არა­ე­ფექ­ტუ­რი მმარ­თვე­ლობაა. და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი­ა, საჯარო სამ­სახურებში დღეს არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი კად­რებია. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რობის ნაც­ვლად, საჯარო სამ­სახურებში პი­რად ინ­ტე­რე­სებსა და ნაც­ნობობაზე და­ფუძ­ნებული კად­რების შერ­ჩე­ვა-და­ნიშ­ვნა ხდება. ეს არის დი­ნა­მი­უ­რი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც აფერხებს ერ­თი­ა­ნი სუ­რა­თის და­ნახვას, რაც სამ­სახურის მუ­შაობაზეც დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახდენს. რო­ცა ადა­მი­ა­ნები პა­სუხის­მგებლები არი­ან რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და სის­ტე­მა­ტუ­რად იც­ვლებიან თა­ნამ­დებობაზე, პრაქ­ტი­კუ­ლად, იკარ­გება ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი მეხსი­ე­რება. ყვე­ლა გა­თა­ვი­სუფ­ლება-და­ნიშ­ვნა­ზე კი ამ მეხსი­ე­რების აღ­დგე­ნა ძნე­ლია და გა­მოც­დი­ლება, რო­მე­ლიც ამ მოხელეებს მუ­შაობის პრო­ცეს­ში უგ­როვ­დებათ, უბრა­ლოდ, წყალ­შია გა­დაყრი­ლი. მი­ზე­ზი კი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რობა და საჯარო სამ­სახურებში კლა­ნუ­რობა და კო­რუფ­ცი­უ­ლი ვი­თა­რებაა.

- ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვება გან­სა­კუთ­რებით ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რებიდან ჭირს. ამ სა­კითხში ვერც ჟურ­ნა­ლის­ტები და არა­სამ­თავ­რობო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლები სარ­გებლობენ უპი­რა­ტე­სობით. რა­ტომ?

- თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს აპა­რა­ტი არის სა­მო­ქა­ლა­ქო სტრუქ­ტუ­რა და დე­მოკ­რა­ტი­ულ კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს შე­ი­ა­რა­ღებულ ძა­ლებზე. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­ტრო­ლი გუ­ლისხმობს იმას, რომ მან უნ­და და­იც­ვას გამ­ჭვირ­ვა­ლობის და ან­გა­რიშ­ვალ­დებულების პრინ­ცი­პები. თუ რა არის სახელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო, ეს ძა­ლი­ან კარ­გად არის და­წე­რი­ლი კა­ნონ­ში და, შე­საბამი­სად, ეს არის გა­მო­ნაკ­ლი­სი და არა - მა­თი მუ­შაობის წე­სი. სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია ნების­მი­ერ და­წე­სებულებას შე­იძ­ლება ჰქონ­დეს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია დახურუ­ლი იყოს. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რა ზო­გა­დად არის გა­უმ­ჭვირ­ვა­ლე და არა­ნა­ი­რი ნება არ არ­სებობს, რომ სა­ზო­გა­დოებას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ღია და გამ­ჭვირ­ვა­ლე იყოს.

- რას იტყვით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ზე?

- რაც შეეხება ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტოს, მან დღეს უკ­ვე გა­მო­ას­წო­რა საჯარო ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მობის უზ­რუნ­ველყოფას­თან და­კავ­ში­რებით ვი­თა­რება. თუმ­ცა მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თობა უდა­ვოდ იმ­სახურებს კრი­ტი­კას. იმი­ტომ, რომ სა­სა­მარ­თლოებსა და ში­ნა­გან სქმე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სპი­კერ მო­სა­მარ­თლეების და სპი­კერ პო­ლი­ცი­ე­ლების დამ­კვიდ­რებული პრაქ­ტი­კა არ აღ­მოჩ­ნდა ეფექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლების კუთხით. რა თქმა უნ­და, გარ­კვე­უ­ლი სა­კითხების გათ­ვა­ლის­წი­ნებით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ფრთხილი უნ­და იყოს, მაგ­რამ ამ სახის ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია, ზო­გა­დად არა­ფერ­ში ამარ­თლებს და არც ინ­ფორ­მა­ცი­ის საჯაროობის კუთხით აღ­მოჩ­ნდა მი­სა­ღები. რო­გორც ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლომ თქვა, ინ­ფორ­მა­ცია მალ-ფუ­ჭებადი პრო­დუქ­ტია და ამ ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ას დი­დი ბიუ­როკ­რა­ტია ახლავს, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, დიდ დროს­თან არის და­კავ­ში­რებული. ჟურ­ნა­ლის­ტების­თვის კი გა­და­მი­სა­მარ­თებები, რაც დღეს რე­ა­ლუ­რად ხდება, არა­ე­ფექ­ტუ­რია. მე ვფიქ­რობ, ამ კუთხით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თა­ვი­სი მუ­შაობის ტაქ­ტი­კა უნ­და შეც­ვა­ლოს.

- რე­გი­ო­ნებში კი პრობლე­მაა არა­მარ­ტო ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებთან, არა­მედ სხვა სა­მი­ნის­ტროს ქვემ­დებარე სამ­სახურებთან ინ­ფორ­მა­ცი­ის საჯაროობაც. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ არ ყავთ ად­გილ­ზე სა­ზო­გა­დოებას­თან და პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­სახურების წარ­მო­მად­გენ­ლები. ამი­ტომ ად­გი­ლობრივ დო­ნე­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტები იძუ­ლებული არი­ან, სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სებულ შე­საბამის სამ­სახურებს და­უ­კავ­შირ­დნენ. იქი­დან მი­ღებული დას­ტუ­რი ხში­რად დაგ­ვი­ა­ნებულია. რა შე­იძ­ლება ამ კუთხით გა­ა­კე­თოს სახელ­მწი­ფომ, რა­თა რე­გი­ო­ნებში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვება ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახდეს?

- ამ პრობლე­მის ტექ­ნი­კუ­რი პრობლე­მა არ არ­სებობს, მთა­ვა­რია სახელ­მწი­ფოს ნება. სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­სახური ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შე­იძ­ლება გახდეს მობილუ­რი და ოპე­რა­ტი­უ­ლი, რა­თა ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლას­თვის დრო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს. რაც შეეხება რე­გი­ო­ნებს, ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლებაში და­უშ­ვებელია დის­კრი­მი­ნა­ცია. სახელ­მწი­ფო და­წე­სებულება არ უნ­და ეწეოდეს ინ­ფორ­მა­ცი­ის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას და ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის დის­კრი­მი­ნა­ცი­ას. ის, რომ რო­მე­ლი­მე სამ­სახურს არ ჰყავს სა­ზო­გა­დოებას­თან და პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თობის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რე­გი­ონ­ში, ეს უკ­ვე რე­გი­ონ­სა და დე­და­ქა­ლაქ­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის დის­კრი­მი­ნა­ცი­აა, რაც და­უშ­ვებელია. ინ­ფორ­მა­ცი­ის ხარისხის უზ­რუნ­ველ­საყოფად სა­ჭი­როა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი მუ­შაობა და არა - ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია. ამით და კა­რების კარ­გად დახურ­ვით, ხელი­სუფ­ლება სა­ზო­გა­დოებაში გა­ცი­ლებით ცუდ ეჭვს აღ­ძრავს, ვიდ­რე იმ შემთხვე­ვა­ში, რო­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რად ღია იქ­ნებიან. საჯარო და­წე­სებულებაში გვაქვს ერ­თი პრობლე­მა - მათ ვერ გა­ი­თა­ვი­სეს ის, რომ სა­ი­დუმ­ლო ვი­თა­რებაში უფ­რო მე­ტი პრობლე­მა აქვთ სა­ზო­გა­დოების­გან, ვიდ­რე მა­შინ, რო­ცა ღი­აობის პრინ­ცი­პით ხელ­მძღვა­ნე­ლობენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2245
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია