დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საეჭვო აგენტები გაათავისუფლეს
2009/09/21 13:10:47

სო­ცი­­ლუ­რი მომ­სახურების სა­­გენ­ტოს რამ­დე­ნი­მე აგენ­ტი დარ­ღვე­ვებით შევ­სებული დეკ­ლა­რა­ციების გა­მო გა­თა­ვი­სუფ­ლებული­ა, მა­თი მა­სობრი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლება კი წყალ­ტუბოში მოხდა. გა­და­მოწ­მების შემ­დეგ მთელ ქვეყანა­ში დახმა­რება შე­­ჩერ­და 6700 ოჯახს

პროგ­რა­მის მე­თო­დო­ლო­გი­­სა და მი­სი გა­დახედ­ვის გზებზე სო­ცი­­ლუ­რი მომ­სახურების სა­­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა სან­დრო ურუ­შა­ძემ ჩაქ­ვში, მე­დია-სე­მი­ნარ­ზე ისაუბრა, მან „PყSყ“-ის შე­კითხვებსაც უპა­სუხა.

 

- ბატო­ნო სან­დრო, სი­ღა­ტა­კის პროგ­რა­მა­ში მო­სახვედ­რად ძი­რი­თა­დი გა­დამწყვე­ტი კრი­ტე­რი­­მი რო­მე­ლია?

- ცალ­სახად ამის თქმა ძნე­ლი­ა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რია გან­მსაზ­ღვრე­ლი, მა­გა­ლი­თად, ოჯახის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­თა­რება. თუ ოჯახის წევ­რი სას­კო­ლო ასა­კი­საა და ის სრულ­წლო­ვა­ნი ხდება, პროგ­რა­მა თვლის, რომ უკ­ვე ოჯახში ეკო­ნო­მი­უ­რად აქ­ტი­უ­რი წევ­რი ჩნდება. ეს ფაქ­ტო­რი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნებელია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სქე­სიც, რად­გა­ნაც სხვა­დასხვა სქესს განსხვა­ვებული სა­ჭი­როებები აქვს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სიც, მა­გა­ლი­თად - დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი. დი­დი მნიშ­ვნე­ლობა აქვს ში­და მე­ურ­ნეობას - აქვს თუ არა ოჯახს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლების მი­წა, ჰყავს თუ არა პი­რუტყვი. ამას­თან და­კავ­ში­რებით ერ­თგვა­რი ანეკ­დო­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა ზე­მო იმე­რეთ­ში - სო­ცი­ა­ლურ­მა აგენ­ტებმა გვი­ან სა­ღა­მოს და­იწყეს ოჯახებში სტუმ­რობა, იმ დროს, რო­ცა პი­რუტყვი ბრუნ­დება შინ, თუმ­ცა ოჯახის წევ­რები  პი­რუტყვს  სად­გომ­ში  არ  უშ­ვებენ  იმის მო­მი­ზე­ზებით, რომ ვი­თომ მა­თი არაა.

- გა­მო­დის, რომ მეტ­წი­ლად სი­ღა­ტა­კის ვი­ზუ­­ლუ­რი დათ­ვა­ლი­­რება ხდება?

- დიახ, ჯერჯერობით, ასე გა­მო­დის. ხდება სი­ღა­რიბის დაახლოებითი შე­ფა­სება,  სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ქა­ლა­ქეების ბევ­რი ხარჯი არა­არ­გუ­მენ­ტი­რებული და და­უ­საბუთებელი­ა, ჩვენ ვერ ვა­კონ­ტრო­ლებთ მო­ქა­ლა­ქეების ყვე­ლა გა­და­რიცხვას, ტრან­ზაქ­ცი­ას, თუმ­ცა მა­ლე საჯარო რე­ეს­ტრი, სა­გა­და­სახადო სამ­სახური მო­ა­წეს­რი­გებს მო­ნა­ცემ­თა ბაზებს და გავ­ცვლით. ასე­ვე დამ­ქი­რა­ვებლებიც მოგ­ვა­წო­დებენ თა­ვი­ანთ სიებს.

- ჯერჯერობით, პრე­ტენ­ზიები ისევ ის­მის  პროგ­რა­მის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლობაზე, იმა­ზე, რომ სა­რე­­ტინ­გო ქუ­ლები არა­­დეკ­ვა­ტუ­რია...

- ფაქ­ტია, სი­ღა­ტა­კის სიმ­წვა­ვე ქვეყანა­ში შე­ვამ­ცი­რეთ. ამის დას­ტუ­რია ისიც, რო­გორ ცდი­ლობენ მო­ქა­ლა­ქეები პროგ­რა­მა­ში მოხვედ­რას. მა­თი მო­ტი­ვა­ცია არა­მარ­ტო ფუ­ლა­დი დახმა­რების მი­ღებაა, არა­მედ სა­მე­დი­ცი­ნო პო­ლი­სი­საც. ასე­ვე ბენე­ფი­ცი­ა­რებზე სხვა შე­ღა­ვა­თებიც და­წეს­და, სა­სა­მარ­თლო ბაჟისა­გან  გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლები, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ უფა­სო ად­ვო­კა­ტი და­უ­ნიშ­ნა.

ცო­ტა ხნის წინ პროგ­რა­მის ბენე­ფი­ცი­ა­რი 6000 დევ­ნი­ლი გახდა, მათ დევ­ნი­ლის შემ­წეობაზე უა­რი თქვეს, თუმ­ცა დევ­ნი­ლობა პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტუ­სია და მათ ის ისევ რჩებათ, უბრა­ლოდ, თვი­თონ გა­დაწყვი­ტეს, რა ტი­პის ფი­ნან­სუ­რი დახმა­რება მი­ი­ღონ.

ამ დრო­ი­სათ­ვის პროგ­რა­მის ბენე­ფი­ცი­ა­რი 413000 ადა­მი­ა­ნი­ა,  დახმა­რების მიმ­ღებ 55849 ოჯახში ერ­თი წევ­რი ინ­ვა­ლი­დია.

სხვა­თა­შო­რის, ჩვენს პროგ­რა­მას და სი­ღა­ტა­კის გან­საზ­ღვრის მე­თო­დო­ლო­გი­ას  მსოფ­ლიო ბან­კმა მა­ღა­ლი შე­ფა­სება მის­ცა. ბევ­რი არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩვე­ნი სი­ით სარ­გებლობს, სხვა­თა­შო­რის, ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც კი ჰქმნის მის რა­ი­ონ­ში სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბაზას და ყვე­ლას აღარ ეხმა­რება.

- სო­ცი­­ლუ­რი აგენ­ტის სტუმ­რობის გარ­და, მო­ქა­ლა­ქის ქო­ნებრი­ვი მდგო­მა­რეობა სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­­ლი მე­თო­დებით თუ გა­და­მოწ­მდება?

- ხშირ შემთხვე­ვა­ში მე­ზობლები ძა­ლი­ან ობიექ­ტურ სუ­რათს ხატა­ვენ, ეკუთ­ვნის თუ არა კონ­კრე­ტულ ოჯახს დახმა­რება. მა­თი მეშ­ვეობით ვი­გებთ, ცხოვ­რობს თუ არა მო­ქა­ლა­ქე აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე, ზოგჯერ ორ მი­სა­მარ­თზეც ცხოვ­რობენ. ეს გა­მო­კითხვები კი ანო­ნი­მუ­რია.

- ცნობილი გახდა, რომ სო­ცი­­ლუ­რი მომსახურების სა­­გენ­ტოს კონ­ტრო­ლის ჯგუფ­მა სა­ეჭ­ვო ბენე­ფი­ცი­­რები და სო­ცი­­ლუ­რი აგენ­ტები გა­და­­მოწ­მა, უფ­რო კონ­კრე­ტუ­ლად, რა დარ­­ვე­ვები აღ­მოჩ­ნდა?

- გან­თა­ვი­სუფ­ლებულია წყალ­ტუბოს სო­ცი­ა­ლუ­რი სუბსი­დიების სა­ა­გენ­ტოს მთლი­ა­ნი შე­მად­გენ­ლობა. დახმა­რება შე­უ­ჩერ­და 6700 ოჯახს, მათ შო­რის - 1000-ზე მეტ ოჯახს აჭა­რა­ში, ამის თაობაზე პრე­ტენ­ზია სულ რამ­დე­ნი­მე ოჯახმა გა­მოთ­ქვა.

ჭი­ა­თუ­რა­ში კი „ჭი­ა­თურ­მან­გა­ნუ­მი­სა“ და პროგ­რა­მის ბენე­ფი­ცი­ა­რების სიები რამ­დე­ნი­მე შემთხვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს  და­ემთხვა... მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი მა­ლავ­დნენ, რომ და­საქ­მებული იყვნენ.

სო­ცი­ა­ლურ­მა აგენ­ტმა არას­დროს იცის, პროგ­რა­მა­ში მოხვედ­რის მსურ­ვე­ლი მი­ი­ღებს თუ არა დაბალ ქუ­ლას, თუმ­ცა იყო ასე­თი შემთხვე­ვა, რომ მან კო­პი­რება მოახდი­ნა იმ დეკ­ლა­რა­ცი­ის პუნ­ქტების, რო­მელ­საც დაბალი ქუ­ლა მი­ე­ნი­ჭა.

- კონ­ტრო­ლის ჯგუ­ფი რა მი­სა­მარ­თებზე გა­დის?

- ეს არის სხვა­დასხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით მი­ღებული მი­სა­მარ­თები,  ამ მი­სა­მარ­თებს ზოგჯერ თვით­მმარ­თვე­ლობა, ზოგჯერ მო­ქა­ლა­ქეებიც გვაწ­ვდი­ან, სხვა­დასხვა ბაზი­დან ვი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ასე­ვე კონ­ტრო­ლის ჯგუფს აქვს სა­კუ­თა­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც.

- მათ შო­რის  ანო­ნი­მურ განცხადებებზეც რე­­გი­რებთ?

- დიახ, გვი­წევს ხოლ­მე.

- რაც შეეხება გან­მე­­რებით შე­მოწ­მების პრო­ცე­დუ­რას?

- მას ორი სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლება ჰქონ­დეს: თუ დეკ­ლა­რან­ტი არ ეთანხმება ქუ­ლას, მა­შინ მან უნ­და და­ა­საბუთოს, რომ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­საბამება. ყვე­ლას ვურ­ჩევ, დეკ­ლა­რა­ცია ჯერ წა­ი­კითხოს და მის თი­თო­ე­ულ გვერდს ხელი ისე მო­ა­წე­როს.

გან­მე­ო­რებითი შე­მოწ­მების მი­ზე­ზი შე­იძ­ლება გახდეს  სამ­სახურის და­კარ­გვა, ან ის, რომ ვი­ღაც სა­წოლს მიეჯაჭ­ვა; საცხოვ­რებელი დაჰკარ­გა, თუ ბინა გაუყიდეს...

თუ უბრა­ლოდ პრე­ტენ­ზია აქვთ მო­ქა­ლა­ქეებს და ისე უნ­დათ გა­და­მოწ­მება, მა­შინ მი­ნი­მუმ ერ­თი წე­ლი უნ­და გა­ვი­დეს, რომ მას­თან სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტი მი­ვი­დეს. ერთ წლამ­დე შეს­ვლას აზ­რი არ აქვს, ყვე­ლა შეს­ვლა ამ ოჯახისათვის ერ­თგვა­რი იმე­დია და იმე­დი რა­ტომ უნ­და გა­ვუც­რუ­ოთ? ერ­თი წე­ლი არის ის გო­ნივ­რუ­ლი ვა­და, რო­ცა ოჯახში არ­სებითად რა­ღაც იც­ვლება. დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სების დროს ბოლო ერთ წელ­ში გა­წე­ულ ხარჯებს აქვს მნიშ­ვნე­ლობა.

- ხომ არ გა­დაიხედება და გა­იზ­რდება სა­რე­­ტინ­გო ქუ­ლა?

- სა­ა­მი­სოდ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყვე­ტი­ლება უნ­და არ­სებობდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია