საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში
2012/12/31 19:10:21

2012 წლის 27 დეკემბერს, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იმერეთის რეგიონში მოქმედი 2 სოციალური საწარმოის ლიდერმა.

მრგვალი მაგიდა ჩატარდა „ადამიანი გაჭირვებაში“ ორგანიზებით, პროექტ „სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მხარდაჭერა იმერეთის რეგიონში“ ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკომისიის მხარდაჭერით.

განხილული იქნა შემდეგი საკითხები

  • სოციალური მეწარმეობა საქართველოში-ახალი გამოწვევა
  • სოციალური საწარმოების საარსებო სამართლებრივი გარემო
  • სოციალური მეწარმეობის ხელისშემშლელი ფაქტორები

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ემსჯელათ სოციალური მეწარმეობის გამოწვევებზე საქართველოში, სოციალური საწარმოების დღევანდელ მდგომარეობაზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.

ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე რომ, სოციალური მეწარმეობის კონცეფცია ნაკლებადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისათვის. თავად სოციალური საწარმოებიც განსხვავებულად აღიქვამენ სოციალური საწარმოს არსს. არ არის ცნობილი სოციალური საწარმოების მნიშვნელობა საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით, კონკრეტულად როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ ფლობენ პრაქტიკულად არანაირ ინფორმაციას სოციალური მეწარმეობის შესახებ და განსაკუთრებით, იმ პოტენციური სარგებელის შესახებ, რაც სოციალურმა მეწარმეობამ შეიძლება შეიტანოს სოციალური სერვისების ეფექტურად მიწოდების კუთხით ადგილებზე, განსაკუთრებით კი გარკვეული სამიზნე ჯგუფების დასაქმებაში.

მსჯელობისას გამოიკვეთა რიგი გარემოებებისა, რომელიც ხელს უშლის სოციალური მეწარმეობის განვითარებას, მაგალითად: სოციალური საწარმოსათვის სამართლებრივი სტატუსის და საგადასახადო შეღავათების არაარსებობა, ფინანსების ხელმისაწვდომობა სოციალური საწარმოების ინიცირებისა და განვითარებისათვის, სახელმწიფო გრანტებთან დაკავშირებული სამართლებრივი გარემოებები, ეკონომიკური საქმიანობისათვის გრანტების გაცემის დაბეგვრის საკითხი და სხვა

არსებული პრობლემებიდან გამომდინარე გამოიკვეთა არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს სექტორს შორის ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის აუცილებლობის საკითხი. შეხვედრაზე გადაწყდა რომ შეიქმნას სამუშაო ქსელი, რომელიც ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას, ხელისშემშლელი გარემოებებისა პრობლემების ძირეულ შესწავლას და მათი გადაჭრის გზების მოძიებას.

შეხვედრაზე განისაზღვრა მრგვალი მაგიდის შეხვედრის მომავალი თემატიკა, რომელიც გაიმართება 2013 წლის 31 იანვარს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6234
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია