დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს საექსპორტო ათეულში მსუბუქი ავტომობილები, საიმპორტოში კი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები ლიდერობს
ავტორი:
2013/08/26 11:52:02
2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საექსპორტო ათეულში მსუბუქი ავტომობილები, საიმპორტოში კი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები ლიდერობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში მსუბუქმა ავტომობილების წილმა 387 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი ექსპორტის 26 პროცენტია. ფეროშენადნობების ექსპორტი 143 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 10 პროცენტი. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 70 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 5 პროცენტი შეადგინა.უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი 2013 წლის იანვარ-ივლისში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის იმპორტმა 472 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 409 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 10 პროცენტს შეადგენს. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 158 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1716
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია