დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონსულტაციების შედეგად ქუთაისის მერი შვებულებაზე დაითანხმეს
2013/08/22 21:09:54

ადგილობრივ თვითმმართველობაში საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის კაბინეტში გამართული კონსულტაციების შედეგად, ქალაქის მერი დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გასვლაზე დაითანხმეს. მოლაპარაკებებზე კოპალიანი საკრებულოს თავმჯდომარემ პირადად წაიყვანა. მოლაპარაკებებს მარგველაშვილთან ერთად "პატრიოტთა" ალიანსის წევრები ესწრებოდნენ. ცოტა ხნის წინ კი ქუთაისის მერის შვებულებაში გასვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა. დიმიტრი კოპალიანი ხვალიდან ოფიციალურ შვებულებაში გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ საკრებულოს სხდომაზე მისი იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილება.

თუმცა, ჯერ კიდევ კონსულტაციების დასრულებამდე მერის უახლოესი გარემოცვა ადასტურებდა, რომ დიმიტრი კოპალიანი საკუთარი ნებით გადადგომას არ გეგმავდა და არც შვებულებაში წასვლას აპირებდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2807
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია