დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თევდორაძეებზე განაწყენებული პაატა მილორავა პოლიტიკაში მიდის
2013/08/19 17:22:33

ქუთაისში მოღვაწე ცნობილი რეჟისორი და დრამატურგი პაატა მილორავა აქტიურ პოლიტიკაში მიდის. პაატა მილორავამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი კანდიდატურა მისივე თქმით ქუთაისის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის  სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაიბლოკა. რეჟისორი ამბობს რომ  ქუთაისში პოლტიკურ პროცესებს ჯერ კიდევ ყოფილი და მოქმედი  "ნაციონალები" მართავენ, რომელთა აქტიური მხარდამჭერი ქალაქის ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძეა. მილორავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ კონსულტაციებზეც ისაუბრა, რასაც ის ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გადიოდა.

"მე შევხვდი ქალაქის მერს დიმიტრი კოპალიანს და განვუმარტე, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდი აღნიშნულ პოსტზე დანიშვნას, თუ აუდიტის სამსახური შეისწავლიდა კულტურის სამსახურის  ფინანსურ მდგომარეობას. შევატყვე, რომ კოპალიანი თანახმა იყო ჩემს პირობაზე, თუმცა,  მოგვიანებით შევხვდი ვიცე–მერს კოტე  ლომიძეს, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი კანდიდატურა უშიშროების მიერ იყო  დაბლოკილი. მოვითხოვ უშიშროებამ განმარტოს რა პარამეტრებით დამიწუნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ღირსების აღდგენის მიზნით მივმართავ სამართლებრივ ზომებს", –განაცხადა პაატა მილორავამ.

მისივე თქმით,  უშიშროების გადაწყვეტილების უკან ვანო მერაბიშვილის კადრები დგანან, მათ შორის ქუთაისის ყოფილი მერი და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თევდორაძე და პარტია "პატრიოტების" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა თევდორაძე.

"გამოდის, რომ ეს ქალაქი არის თევდორაძეების,  ვამპირებთან ურთიერთობა კი არ გამოდის, ამიტომ მივმართავ მათ: –თევდორაძეებო მოვდივართ! –განაცხადა მილორავამ.

რეჟისორმა დღევანდელ ბრიფინგზე საკუთარი პოლიტიური გეგმებიც გააჟღერა. მისი თქმით, იგი  იწყებს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას და იბრძოლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის საკრებულოში მოსახვედრად.

რეჟსორ პაატა მილორავას კანდიდატურა  ქუთაისის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაახლოებით ორი თვის წინ განიხილებოდა, თუმცა,  მის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობაზე ვაჟა ჯუღელი დაინიშნა.  

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3186
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია