საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულია:"შეეშვას "ქართული ოცნება" აკაკი სიხარულიძის მსგავსი ადამიანების ლობირებას"
2013/08/02 14:41:30

დღეს პარტია "თავისუფალი საქართველოს"  იმერეთის ორგანიზაციის ხემძღვანელმა  გოგი წულაიამ ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის  თავმჯდომარედ აკაკი სიხარულიძის დანიშვნა გააპროტესტა. წულაია სიხარულიძეს მედროვეს უწოდებს და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ადანშაულებს.

"მოვუწოდებ "ქართული ოცნების" ადგილობრივ შტაბს, თავი შეიკავოს ისეთი პიროვნებების ლობირებისგან, როგორიც აკაკი სიხარულიძეა. ეს ადამიანი 2008 წელს ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში იყო ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი, რომელმაც გაიკითხა ვინ იყო აქტიური პერსონა ავტოქარხანაში, ანუ ვინ შეუშლიდა მას ხელს არჩევნების გაყალბებაში და სრულიად უდანაშაულო ჩემი მეგობარი მერაბ ზივზივაძე ორი კვირით გამოამწყვდია ციხეში. გარდა ამისა, მე მიმაჩნია, რომ უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები მისი წარსულით. არ შეიძლება ასეთი მედროვეები თანამდებობებზე ინიშნებოდნენ", –განაცხადა გოგი წულაიამ.

გოგი წულაიას განცხადებას გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე, რის გამოც მღვდელაძესა და წულაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"მე მიმაჩნა, რომ ეს არის პირადი უთანხმოება, რასაც ბრიფინგები არ უნდა მიეძღვნას. ამისთვის არსებობს ადამიანური ურთიერთობები ან თუ ამ გზით ვერ ხერხდება სიტუაციის დალაგება, მაშინ არსებობს სხვა გზაც და ეს არის სასამართლო. აკაკი სიხარულიძე იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ამას ვერ გავექცევით, მაგრამ არ შეიძლება პირად თემებს მივუძღვნათ ბრიფინგები", –განაცხადა მამუკა მღვდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ აკაკი სიხარულიძე ორი დღის წინ საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე "ნაციონალი"   მერაბ ბარათაშვილი  შეცვალა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია