საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ვიცე-მერების გათავისუფლებას საპარლამენტო უმცირესობა ეხმიანება
2013/07/05 17:43:26

ქუთაისის მერიაში  მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში თანამდებობიდან ორი ვივე-მერის გათავისუფლებას  „ერეთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ეხმიანებიან.

„ბოლო  დღეების განმავლობაში ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა ორივე-ვიცე მერზე  ახორციელებდა ზეწოლას,  რათა მათ საკუთარი სურვილით დაეტოვებინათ თანამდებობა, ზეწოლისადმი არდამორჩილების შემთხვევაში კი, იყო სისხლის სამართლებრივი დევნისა და დაპატიმრების მუქარები,“ - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე განცხადებით: ვიცე-მერების გათავისუფლება არის უკანონო და ეწინააღმდეგება კანონს საჯარო სამსახურის შესახებ. მათ არ უფიქსირდებათ  არც ერთი გადაცდომა, ასევე არ მიუღიათ არც ერთი გაფრთხილება და მათ წინააღმდეგ ოფიციალური დევნა არ წარმოებს, სწორედ ამის  საფუძველზე გათავისუფლებული ვიცე-მერები აპირებენ სასამართლოს მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ ამირან ძოწენიძე და კოტე რატიანი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს, თუმცა  მათ ბრძანება  დღეს მიიღეს, რაზეც ძოწენიძემ იხუმრა კიდეც:

„როგორც ჩანს,  გუშინ ამერიკის თავისუფლების დღისადმი პატივისცემის გამო შეიკავეს თავი, დღეს კი დილის საათებშივე გადმოგვცეს გათავისუფლების ბრძანება.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1925
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია