საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტელერადიოკომპანია"რიონის" ხელმძღვანელის, თამარ ღვინიანიძის ღია წერილი პრემიერმინისტრს
2013/07/02 18:17:42

ქუთაისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს  გამოეხმაურა ტელერადიოკომპანია "რიონის" გენერალური დირექტორი თამარ ღვიანიანიძე. საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე  დაწერილ მიმართვაში,  არხის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ქუთაისში "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის გოჩა თევდორაძის კლანის არსებობის შესახებ ამცნობს და აღნიშნავს, რომ ქუთაისი მანამდე ვერ განვითარდება, ვიდრე ქალაქში სიტუაციას გოჩა თევდორაძე ალაგებს. თამარ ღვინიანიძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

მოგესალმებით,ბატონო ბიძინა.ბევრი ვიფიქრე პირად შეტყობინებაში მომეწერა ეს ყველაფერი,თუ - ღიად.არჩევანი ბოლო ვარიანტზე შევაჩერე.არ ვიცი ,წაიკითხავთ თუ არა,მაგრამ მე ჩემს სათქმელს გეტყვით. ძალიან მინდოდა ხვალინდელ პრესკონფერენციაზე გამეჟღერებინა ჩემი,როგორც რიგითი ქუთაისელის, სათქმელი,მაგრამ,სამწუხაროდ ვერ მივიღე პასუხი აკრედიტაციაზე. მინდა გესაუბროთ მომავლის არქონის დილემის წინაშე მდგარ ქალაქზე.მე ერთი იმათგანი ვარ,ვინც მთელი შემართებით იბრძოდა პარლამენტის ქუთაისში დარჩენისათვის,მაგრამ უკვე აღარ მაქვს ამის სურვილი,რადგან გასაქცევად გამზადებული პარლამენტი ქალაქს ვერ განავითარებს,ვერც ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოყოფილი 13 მილიონი გვიშველის.მთავარი ძალა ხალხია.ის კი თანდათან გაურბის არსებულ რეალობას.მაინც რა ხდება ქუთაისში? ამ გაზაფხულზე შექმნილმა "პატრიოტთა ალიანსმა",რომელსაც სათავეში ჩაუდგა ოდიოზური პიროვნება,ექსნაციონალი გოჩა თევდორაძე, უმრავლესობა შექმნა საკრებულოში და შემოიკრიბა პირადი,ობივატელური ინტერესებით შეყრობილი "ყოფილი" ნაციონალები (პირადად მე ნაკლებად მჯერა მათი "ყოფილობისა"),რომელთაც მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ - შეინარჩუნონ დანაშაულებრივი გზით ქალაქისათვის წართმეული ქონება და თანამდებობებზე დანიშნონ თავიანთი ნათესავ-მეგობრები,კიდევ უფრო გააღრმაონ კორუფციის ფესვები. მათი ხელდასმით მოყვანილმა ქალაქის მერმა-დიმიტრი კოპალიანმა- ვერ გაამართლა იმედები,არ შეასრულა "პატრიოტთა "დავალებები,რის გამოც იმპიჩმენტის გამოცხადებით დაემუქრნენ.დღეს ქალაქის მერმა საჯაროდ ამხილა მათი ზრახვები და დახმარება თხოვა კოალიციაში შემავალ პარტიებს. მერწმუნეთ,ბატონო ბიძინა,ქუთაისში მანამ არ იქნება სიმშვიდე და ვერც ერთი მერი ვერ შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას,სანამ ამ ქალაქში სიტუაციებს ალაგებს გოჩა თევდორაძე.

 

პატივისცემით,თამარ ღვინიანიძე,ტელე-რადიო კომპანია "რიონის" გენერალური დირექტორი,აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი,ქუთაისის საპატიო მოქალაქე,ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის ოქროს მედლის მფლობელი და ა.შ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია