დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შუშანიას რეკომენდაციები ქუთაისის მერს
2013/07/02 18:07:50

იმერეთის ყოფილი ვიცე–გუბერნატორი გიგა შუშანია ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ქუთაისის  მერ დიმიტრი კოპალიანსა და პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" შორის დაწყებული კონფლიქტის  ფონზე,  შუშანია 10 რეკომენდაცის იძლევა, თუ როგორი უნდა იყოს ქუთაისის მერი, რათა იგი მისაღები გახდეს  "პატრიოტებისთვის".

 იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა და "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის" კონსულტანტმა რეკომენდაციები საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

10 აუცილებელი ნაბიჯი, რომლის განხორციელების შემდეგ ქ.ქუთაისის მერი მისაღები და წარმატებული გახდება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციისთვის:

1. თანამდებობებზე უპირობოდ დანიშნოს გოჩა თევდორაძის მიწოდებული კადრები.

2. მოაგვაროს პარკირების პრობლემა, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ ხედვით ნიშნავს პარკირების ადგილების აუქციონის გარეშე შპს „პარკინგ ჰოლდინგისათვის“ გადაცემას.

3. სასწრაფოდ შემცირდეს მიწის ფასი და მიწები აუქციონების გარეშე გადაეცეს გოჩა თევდორაძის მიერ მითითებულ პიროვნებებს.

4. სამარშუტო ხაზებზე (განსაკუთრებით #100 და იმ ხაზებზე, რომლებსაც ფლობენ შპს „სამგზავრო 2007“ და შპს „სითი ლაინი“) გაიზარდოს მიკროავტობუსების რაოდენობა და მგზავრობის ტარიფი. ასევე უპირობოდ გაიხსნას გოჩა თევდორაძის შეხედულებისამებრ ექსპერიმენტალური ხაზები.

5. სასწრაფოდ დაბრუნდნენ თანამდებობეზე ძველი ბაღის გამგეები და მათი კურატორობა დაევალოს მარინა ცირეკიძეს.

6. გაიცეს ყველა სამშენებლო ნებართვა, რომელსაც გოჩა თევდორაძესთან შეთანხმებით შეუტანენ ქალაქის მერს. 

7. სამსახურებში დატოვოს „პატრიოტთა ალიანსის“ ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები და ამადროულად არავინ გააკონტროლოს მათი სამსახურში სიარული.

8. უპირობოდ მოაწეროს ხელი გოჩა თევდორაძის მითითებით მიწოდებულ კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებული სამუშაოების ჩაბარების დოკუმენტაციას და გადარიცხვებს.

9. თვალი დახუჭოს შპს „იბერიის ვარსკვლავის“ მიმდინარე სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე არსებულ დარღვევებზე და უპირობოდ მიიღოს ექსპლოატაციაში.

10. არ შეაჩეროს ნინოშვილის ბაღში ექვსსართულიანი სახლის მშენებლობა და თვალი დახუჭოს , რომ იმ უბნის მაცხოვრებლები დაკარგავენ ნორმალური დასვენების საშუალებას.

პატივისცემით,
გიგა შუშანია
დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის კონსულტანტი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2601
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია