დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვის „დარაჯობენ“ ქუთაისის მერიის უმუშევარი თანამშრომლები ცენტრალურ ბაღში?
2013/06/27 21:02:00

ბოლო რამდენიმე დღეა, ქუთაისის მერიის წინ მდებარე ცენტრალურ ბაღში ყოველდღიურ შეკრებებს აწყობენ მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები.  სამსახურების ყოფილი უფროსები და   გათავისუფლებულთა სიაში მოხვედრილი რიგითი თანამშრომლები, ყოველ საღამოს, ახალ მერს და მის უახლოეს გარემოცვას ხმამაღალი შეძახილებით აცილებენ.

სამსახურის გარეშე დარჩენილთა ყოველდღიური თავყრილობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მერიის შენობაში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამბობენ, ქალაქის მერზე განაწყენებული  ყოფილი თანამშრომლები, მერიის წინ შეკრებას დღის მეორე ნახევარში იწყებენ და ცენტრალურ ბაღში გვიან ღამემდე რჩებიან. მათი  თქმით, შემცირებაში მოყოლილი პირები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებენ.

„ღამის სამ საათამდე სხედან ბაღში, ხმამაღლა საუბრობენ და იგინებიან, მერიის წინ მდგარ ყველა ავტომობილს აკონტროლებენ  და მანქანაში მყოფი პირების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახიან, რითაც ჩვენს პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობენ. საინტერესოა ის ადამიანები, რომლებიც თანამდებობებზე ყოფნის დროსაც  კი იშვიათად დადიოდნენ სამსახურში, ვის და ან რატომ დარაჯობენ ყოველ ღამე?“-ამბობს psnews.ge-სთან  საუბრისას მერიის ერთერთი თანამშრომელი.

გათავისუფლებული თანამშრომლები ამ წუთებშიც ცენტრალურ ბაღში იმყოფებიან და სავარაუდოდ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობიდან მაღალი რანგის თანამშრომლების გამოსვლას ელოდებიან. უკვე ტრადიციად ქცეულ თავყრილობას ქუთაისის ერთ-ერთი ვიცე-მერიც შეუერთდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია