დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხმაურიანი სხდომის შემდეგ სამტრედიის ახალ თავმჯდომარედ „ნაციონალი“ აირჩიეს
2013/06/21 18:38:37

სამტრედიის მუნიციპალიტეტში დღეს დილიდან დაძაბული ვითარება იყო. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი „ქართული ოცნების“ აქივისტები საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ემზარ შუბლაძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ და  საკრებულოს სხდომის ჩაშლას  ცდილობდნენ. აქტივისტები მუნიციპალიტეტის შენობაში შეიჭრნენ და დეპუტატებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ხმაურიანი პროცესის მიუხედავად, სამტრედიის საკრებულომ თავმჯდომარე მაინც აირჩია. ხმათა უმრავლესობით, თავმჯდომარის პოსტი ემზარ შებლაძემ დაიკავა, რომელიც არჩევის მომენტამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ემზარ შებლაძეს კონკურენციას უწევდა ფრაქცია „კონსერვატორების“ დეპუტატი კობა ძიძიგური.

სამტრედიის საკანონმდებლო  ორგანოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჯვარშეიშვილმა აღნიშნული პოსტი ორი კვირის წინ დატოვა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2858
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია