დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი ჯარისკაცების დაღუპვასთან დაკავშირებით 7 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება
2013/06/06 22:55:33

ავღანეთში 6 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

"დიდი მწუხარებით მინდა გაცნობოთ, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი დღეა. ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან მოხდა ტერორისტული თავდასხმა. თვითმკვლელმა ტერორისტმა, მოახდინა სატვირთო მანქანის აფეთქება ბაზაზე. სამწუხაროდ, მინდა გაცნობოთ, რომ არიან დაჭრილები და დაღუპულები. გარდაცვლილია 6 სამხედრო მოსამსახურე. ესენი არიან: კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე, და პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე.

ნანგრევებშია მოყოლილი პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე. მიმდინარეობს მისი ძებნა.

მინდა მივუსამძიმრო გმირი სამხედროების ოჯახებს. ეს დანაკლისი ჩვენთვის, მთელი შეიარაღებული ძალებისთვის უმძიმესი დარტყმაა. ისინი ჩვენი პატრიოტები არიან, რომლებიც საქართველოს უსაფრთხო მომავალს შეეწირნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, თავდასხმის დროს დაჭრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაჭრილ სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

მიუხედავად ამ თავდასხმებისა, ქართველი სამხედროები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ საერთაშორისო მისიაში, უკან არ დაიხევენ და მოწინააღმდეგეს არ შეუშინდებიან. ყველა ქართველი სამხედრო მოსამსახურე სრულ მზადყოფნაშია, ბოლომდე შეასრულოს მასზე დაკისრებული მისია და მაქსიმალურად პროფესიონალურად დაიცვას საერთაშორისო უსაფრთხოება“ განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

ქართველი სამხედროების ავღანეთში დაღუპვის გამო სამძიმარი გაავრცელა პრემიერ-მინისტრის აპარატმაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"უდიდესი მწუხარება მინდა, გამოვთქვა იმ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს. ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზაზე მოხდა ტერორისტული თავდასხმა...

ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე. სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ მთელ საქართველოს, ვიზიარებ თითოეული ჯარისკაცის ოჯახის უდიდეს ტკივილს, ტკივილს, რომელსაც ვერაფერი გაანელებს" - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა  და ღრმა მწუხარება გამოხატა ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების გამო.

ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით, ხვალინდელი დღე, 7 ივნისი გამოცხადდება გლოვის დღედ და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2260
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია