საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ავღანეთში 6 ქართველი დაიღუპა
2013/06/06 22:35:38

ავღანეთში ქართულ ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. ეს ინმორმაცია თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო ავტომანქანა ააფეთქა.


კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარება გამოთქვა. აპატურაიმ სამძიმრის წერილი საკუთარი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ქართველ ხალხს იმ დანაკარგისთვის, რომელიც დღეს განიცადეს. საშინელებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ეს ხდება ამასწინანდელი მსხვერპლიდან ცოტა ხანში. სრულ სოლიდარობას 

გიცხადებთ ნატო-სგან", - წერდა აპატურაი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია