საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თურქეთში საპროტესო აქციები გრძელდება
2013/06/03 13:36:39

თურქეთში, სტამბულის ძველ რაიონში - ბეშიკტაშში , პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან, საპროტესტი გამოსვლები გრძელდება. მომიტინგეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ ტაეპ ერდოღანის გადადგომას მოითხოვენ.

წუხელ დემონსტრანტებსა და ადგილობრივ პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც  დაჭრილია რამდენიმე ათეული დემონსტრანტი.

”ევრონიუსის”ცნობით, წუხანდელი ღამე ყველაზე სისხლიანი იყო. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა.თუმცა, ვრცელდება ინფორმაცის იმის შესახებ, რომ დემონსტრანტები  დაჭრილთა დასახმარებლად ოფისებს, მაღაზიებს, მეჩეთესა და უნივესიტეტის შენობას იყენებდნენ.

ქვეყნის პრემიერი მიჩნევს, რომ სტაბულში მიმდინარე აქციები ანტიდემოკრატიულია და იგი  მარგინალი პირების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარედან იმართება.

მან ასევე უარყო დემონსტრანტების ბრალდება, რომ ქვეყანას ისლამისტები მართავენ და ადგილი აქვს ავტოკრატიულ მმართველობას.

სტაბულში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. აშშ აცხადებს, რომ დემონსტრაციები და საპროტესტო გამოსვლები დემოკრატის შემადგენელი ნაწილია.

 შეგახსენებთ, რომ სტამბულში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში  მდებარე პარკის განადგურება და მის ადგილას სავაჭრო გასართობი ცენტრის მშენებლობა გადაწყვიტა. პრემიერ-მინისტრის მოწინაღმდეგები აცხადებენ, რომ გეზი სტამბულის ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ადგილია და მისი განადგურება დაუშვებელია.

პრემიერ-მინისტრი კი მიჩნევს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ქალაქში მოძრაობის განტვირთვას და იგი არ აპირებს დასახული გეგმის შეცვლას.

არეულობამ  პრემიერის რეზიდენციასთან, გადაინაცვლა, სადაც სამართალდამცავებსა და დემონტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა.

ამჟამად საპროტესტო აქცია, როგორც პარკის გადარჩენის, ასევე პოლიტიკური მოთხოვნებით იმართება. დემონტრანტები აცხადებენ, რომ ერდოღანი  ქვეყანას "მართავს როგორც მეფე" და მას ამის უფლება უნდა ჩამოერთვას.

 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აღიარებს პოლიცის მიერ დაშვებულ შეცდომებს და ძალის გადამეტებას. თუმცა, აქციის მონაწილეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1476
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია