დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიპკორპუსს სოფელ დიცში განვითარებულ მოვლენებს გააცნობენ
2013/06/03 12:54:59

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდება ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ყველა იმ სოფლის შესახებ, სადაც რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების ინსტალაცია მიმდინარეობს.

ასევე, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში რუსი სამხედროების მიერ, ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვრის“ გადაკვეთისთვის მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს.

შეგახსენებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა.  საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 27 მაისს გორის რაიონის სოფელ დიცში განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2080
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია