დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თურქეთის მოქალაქეების მიმართ სოლიდარობას საქართველოშიც გამოხატავენ
2013/06/01 23:55:16

თურქეთში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები "Gezi Park"-ის რეკონსტრუქციას აპროტესტებენ. ტაქსიმის მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის  პოლიციამ არაერთხელ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი მათ დასარბევად, აქციის დაშლა ვერ შეძლო.

დემონსტრანტები ""Gezi Park"–ში შეიკრიბნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ საკამათო პროექტისთვის, რომელიც ტაქსიმის მოედნის ირგვლივ ტერიტორიის  განტვირთვას გულისხმობს და ხეების ძირფესვიანად ამოთხრას ითვალისწინებს.  ასევე დაგეგმილია სავაჭრო ცენტრისა და მუზეუმის მშენებლობაც.

"საჯარო სივრცის კომერციალიზაცია ნეოლიბერალური ურბანული პოლიტიკის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რასაც ჩვენს ქალაქებშიც მრავლად ვხვდებით. ამის საწინააღმდეგოდ გამოსულ მოქალაქეებს კი სასტიკად უსწორდებიან სოლიდარობა სტამბულელ პროტესტანტებს  და პროტესტი გამოვუცხადოთ თურქეთის ფაშისტურ მთავრობას"– ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთში განვითარებულ მოვლენებს პრემიერ- მინისტრიც გამოეხმაურა.ერდოღანის განცხადებით, შესაძლოა, პოლიციამ ძალა გადამეტებით გამოიყენა, თუმცა მისივე თქმით, პარკის რეკონსტრუქციის გეგმა წინ წავა. მისი განცხადებით "ტაქსიმის მოედანი არ შეიძლება იყო ადგილი, სადაც ექსტრემისტები ველურებივით დარბიან."

 ერდოღანის ოპონენტები კი საპირისპიროს აცხადებენ და ამბობენ, რომ პარკი ერთ–ერთი მწვანე ნაწილია იმ მცირე რაოდენობის გამწვანებისა, რაც ცენტარლურ სტამბოლში შემორჩა. 

 ხვალ თურქეთის მოქალაქეების მიმართ სოლიდარობას საქართველოშიც გამოხატავენ. 2ივნისს, 14:00 საათზე მოქალაქეები  თურქეთის საელჩოსთან შეიკრიბებიან. 

ნ.ბ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2017
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია