დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მეთიუ ბრაიზა: „რუსულმა მხარემ ისროლა პირველად და დაავალა ოსებს, ესროლათ“
2013/05/31 16:27:44

პოლონური გაზეთი "ვიბორჩა" ამერიკელ დიპლომატთან, მეთიუ ბრაიზასთან ინტერვიუს აქვეყნებს. "ვიბორჩასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მეთიუ ბრაიზამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე ისაუბრა. ამ ომს ბრაიზა როგორც საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვან მოვლენას ისე აფასებს. “სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთმა წამოაგო პროვოკაციაზე სააკაშვილი. სწორედ რუსულმა მხარემ ისროლა პირველად და დაავალა ოსებს - ესროლათ. საქართველომაც უპასუხა, მაგრამ ძალიან ღრმად შეტოპა - რუსებს კი სწორედ ეს უნდოდათ. სააკაშვილის შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ მან არ დაუჯერა მეგობრებს, რომლებიც მას ეუბნებოდნენ: თუ ფიქრობთ, რომ რუსები საქართველოში შემოჭრას აპირებენ, თავდაცვითი პოზიციები დაიკავეთ, იმიტომ რომ თუ ეს მართლა მოხდება, თქვენ რუსებს ვერ შეაჩერებთ. თუ მათ პროვოკაციაზე წამოეგებით, ისინი იტყვიან, რომ ეს თქვენ წამოიწყეთ. სწორედ ასე მოხდა ყველაფერი."- მიიჩნევს ბრაიზა.

ბრაიზა ყურადღებას ამახვილებს რუსეთ-საქართველოს შორს დადებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე და აღნიშნასვ: "საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიერ რუსებთან მიღწეული გარიგება  იყო საშინელი, რაც არსებითად, ნიშნავდა რუსული ოკუპაციის ლეგალიზებას. სააკაშვილი ვერ იტანდა ამ დოკუმენტს. არასდროს დამავიწყდება მისი რეაქცია, როდესაც მასთან კაბინეტში შევედი,  ძალიან გაბრაზებული იყო. ვშიშობდით, რომ საერთოდ უარს იტყოდა ამ შეთანხმებაზე. საბოლოოდ, აღმოსავლეთ ევროპის პრეზიდენტების ვიზიტი იყო გადამწყვეტი, ის დაარწმუნეს, მიეღო შეთანხმება, მაგრამ მოეთხოვა მასში შესწორებებისა შეტანა. სწორედ ასე დასრულდა აგვისტოს ომი."

რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბრაიზას სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტი ეკავა და უშუალოდ მონაწილეობდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დარეგულირების პროცესში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია