დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსებმა "საზღვარი" 300 მეტრით გადმოსწიეს
2013/05/27 15:40:00

გორის რაიონის სოფელ დიცსა და ქარელის რაიონის სოფელ დვანში რუსმა მესაზღვრეებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მავთულხლართები დაახლოებით 200-300 მეტრით გადმოწიეს.

შსს აღნიშნულს ადასტურებს. როგორც სამინისტროში განამრტავენ, საკითხს 31 მაისს, ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების  ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა გააკეთა. ზურაბ ჩხეიძის თქმით, ურთიერთობის დალაგების ნაცვლად, რუსული მხარე სიტუაციას ძაბავს.

გორის რაიონის სოფელ დიცში მავთულხლართების გაბმის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია