დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დედაქალაქში დარეგისტრირებულ დევნილებისთვის თბილისში ბინები აშენდება
2013/05/23 12:53:59

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, მთავრობის სხდომაზე დედაქალაქში დევნილთა განსახლების საკითხს გაიტანს.

ამის შესახებ მან სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

დარახველიძის განცხადებით, დევნილთა განსახლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში განხორციელდა ცვლილება. ცვლილებვის თანახმად, ნებადართული გახდა დედაქალაქში დარეგისტრირებულ დევნილთათვის ბინის მშენებლობები.

მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის თბილისში რეგისტრირებულია 20 ათასამდე ოჯახი, თუმცა  მიმდინარეობს ამ რიცხვის დაზუსტება.

მისივე განმარტებით,  დედაქალაქში რეგისტრირებული დევნილებისთვის  საცხოვრებლები მომავალი 5 წლის განმავლობაში აშენდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია