საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სააკაშვილის აზრით, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავება რუსეთის ინტერესებშია
2013/05/21 19:10:57

საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერანტორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას და მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის ინტერესებში შედის.

"უკრაინაში მოხდა ყოფილი პრემიერის დაკავება, ბევრად სერიოზული ბრალდებით, ვიდრე მერაბიშვილს წაუყენეს. უკრაინა გაყინულია ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ორი წელია წინსვლა არა აქვს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან, მას ყველა წამყვან ევროპის ქვეყანასთან და აშშ-სთან შეექმნა პრობლემა. ამხელა უკრაინა, რომელიც ჭირდება დასავლეთს, ყოფილი პრემიერის პოლიტიკური მოტივებით დაკავების გამო, როგორც ეს ასე ითვლება, აღმოჩნდა სერიოზულ საერთაშორისო იზოლაციაში. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრად ნაკლებად ვჭირდებით დასავლეთს, მაგრამ ბევრად მეტად ვჭირდებით რუსეთს, ვიდრე უკრაინა და რუსეთის ინტერესებშია, რომ მოექცეს საქართველო ევროპის იზოლაციაში", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის მოსაზრებით, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაც, ასევე, რუსეთის ინეტერესებშია:"თუკი მეორე ადამიანი არსებობს, ვისი მოშორებაც შეიძლება უნდოდეს ჩემს შემდეგ პუტინს, ეს არის ზურაბ ჭიაბერაშვილი."

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1365
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია