საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თომას ჰამერბერგი: „დასავლეთისთვის გამიჭირდება 17 მაისის მოვლენების ახსნა“
2013/05/20 18:31:13

„დასავლეთისთვის გამიჭირდება იმის ახსნა, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო 17 მაისის მოვლენები დემოკრატიულ ქვეყანაში,“– ასე შეაფასა 17 მაისის მოვლენები ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა საქართველოს მთავრობისთვის  სამართლებრივ, კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში, თომას ჰამერბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, გულდასაწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა ვერ ისარგებლა დემონსტრაციის ჩატარების უფლებით მეორე ჯგუფის გამო.

„სიტუაცია გართულდა იმითაც, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას. ამ მოვლენების შედეგად გამარჯვებული არავინ დარჩენილა, პირიქით –  ყველა დამარცხდა. გამიჭირდება ავუხსნა გარე სამყაროს, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეს ამ დემოკრატიულ ქვეყანაში,“– განაცხადა ჰამერბერგმა.

ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოსთვის ამბობს, რომ შეეცდება, დასავლეთში განმარტებების გაკეთებისას, ხაზი გაუსვას იმ პოზიტიურ ფაქტებს, რასაც ადგილი ჰქონდა პრემიერისა და სხვა პოლიტიკოსების განცხადებების სახით.

„ყველა პარტიამ პარლამენტში დაგმო ეს შემთხვევა, ვიმედოვნებ, ის ნაბიჯებიც, რაც მომავალში გადაიდგმება სამართლიანობის აღსადგენად, არ გამოიწვევს დაპირისპირებას არც პოლიტიკოსებსა და არც საზოგადოებას შორის,“– განაცხადა თომას ჰამერბერგმა.

მისი თქმით, საქართველოში შემდეგი ჩამოსვლისას პატრიარქს შეხვდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1304
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია