დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 17 მაისის მოვლენებს განცხადებით ეხმიანება
2013/05/20 13:06:39

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აღშფოთებულნი არიან 17 მაისს ზოგიერთი დემონსტრანტის მიერ გამოვლენილი სასტიკი შეუწყნარებლობისა და ძალადობის სამარცხვინო სცენებით, რომელთა მიზანი იყო სხვა დემონსტრანტებისათვის საკუთარი თავის მშვიდობიანად გამოხატვისათვის ხელის შეშლა.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ყოველი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობაა აქვს, როგორც ეს არაერთხელ იქნა ჩვენს მიერ გაცხადებული, მათ შორის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ქალბატონ კეტრინ ეშტონის მიერ გაკეთებულ უკანასკნელ განცხადებაში.

ევროკავშირს სწამს, რომ აუცილებელია ნებისმიერ ნიადაგზე, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და შემწყნარებლობის, როგორც დემოკრატიული დამშვიდობიანი საზოგადოების საფუძვლის, წახალისება.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიცვას მის მიერ ნაკისრი ღირსებისა დაუფლებების თანასწორობისა და თავისუფლების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს დაიცვას მისი ყველა მოქალაქის უფლებები მის ხელთარსებული ყველა საშუალებით".

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია