დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე რეზოლუცია მიიღეს
2013/05/19 23:00:35

19 მაისს სპორტის სასახლეში პოლიტპატიმრად აღიარებული ადამიანების ორგანიზებით გაიმართა ყრილობა, რომელიც სამართლიანობის აღდგენასა და რეჟიმის გასამართლებას ითხოვს.

სპორტის სასახლეში გამართული ყრილობის მონაწილეებმა პარლამენტის სახელზე რეზოლუცია მიიღეს. 

მათ მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირველ ოქტომბერს ქართველი ხალხისა და საზოგადოების არჩევანი იყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა და არა წინა რეჟიმთან თანამშრომლობა. სამართლიანობის აღდგენა კი, რეზოლუციის მიმღებთა განცხადებით, პირველ რიგში დამნაშავე რეჟიმის კანონის ძალით გასამართლებას მოითხოვს.

"ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა, დავიცვათ სამშობლო ისეთი მაოხრებელი ჯგუფისგან, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა". უკვე ყბადაღებულად ქცეული ტერმინი "კოჰაბიტაცია", ჩვენებურად თანაცხოვრება, თანაარსებობა, ზოგად ასპექტში მისაღებია, მაგრამ არის ზღვარი, რომლის გადალახვაც არ ეგების. ეს ზღვარი ხალხსა და სააკაშვილის რეჟიმს შორის თვით "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავლო. მათ მიერ მოკლული, ნაწამები, დასახიჩრებული და აბუჩად აგდებული ადამიანების უკანონოდ გასხვისებული კერძო საკუთრების სახით. ეს ზღვარი გაივლო იმ სისხლის მდინარეებით, რომელიც ყოფილმა რეჟიმმა რუსთაველზე საკუთარ ხალხს ბევრჯერ ადინა. ევროპული დემოკრატიის უპირველესი პრინციპი ღაღადებს – უმკაცრესი პასუხისმებლობა დაეკისროს მას, ვინც ადამიანების სიცოცხლის უფლებას ხელყოფს", - ნათქვამია რეზოლუციაში.

პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების ორგანიზებით გამართული დღევანდელი ღონისძიება რეზოლუციის მიღებით დასრულდა

ნ.ბ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია