დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ელჩს ჰააგაში გამოიძახებს
2013/05/19 00:27:34

საქართველოში გუშინ განვითარებული მოვლენებით შეშფოთებას გამოთქვამს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანს ტიმერმანსი. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მთავრობა ჰააგაში გამოიძახებს საქართველოს ელჩს, რათა საკუთარი უკმაყოფილება გამოხატოს.

"საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანს ტიმერმანი გამოხატავს შეშფოთებას თბილისში განვითარებული მოვლენების გამო. ანტი-გეი აქტივისტების კონტრ-დემონსტრაციამ ძალადობრივი ხასიათი შეიძინა, რის გამოც დაშავდნენ ადამიანები. ეს დაუშვებელია, განსაკუთრებით ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რადგან ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება საკუთარი ფუნდამენტური უფლებები გამოეყენებინათ, რაც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიდერლანდები ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად შეახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ პოლიციამ ამ ადამიანთა უფლებები უნდა დაიცვას. 

გუშინ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართულმა აქციამ სასულიერო პირებისა და მრევლის წინააღმდეგობა გამოიწვია. მათ ლგბტ პირებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

 ნ.ბ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია