დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით სერგიენკო: "ბოლო მონაცემებით, დღევანდელ აქციაზე 28 ადამიანი დაშავდა“
2013/05/17 21:08:40

დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგიენკო, სტუმრობდა. მინისტრმა მედიას დღევანდელ აქციაზე დაშავებულთა შესახებ ბოლო მონაცემები მიაწოდა. მისი ინფორმაციით, აქციაზე სულ 28 ადამიანი დაზარალდა და 14 მათგანი სტაციონარშია გადაყვანილი. სერგიენკოს თქმით, ერთი შემთხვევის გარდა, ყველა დაზიანება მსუბუქია. დღევანდელი დაპირისპირების დროს დაშავდა ჟურნალისტიც, რომელმაც თავის არეში მიიღო დაზიანება და ამჟამად, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაზარალებულთა შორის სამი პოლიციელიც არის.

„არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ არიან თუ არა დაშავებულთა შორის სასულიერო პირები. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი ჯგუფის წარმომადგენლები დაზიანდნენ. სამწუხაროა, რომ ზოგადად, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები“. - აღნიშნა სერგიენკომ.

აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები დეპუტატების მხრიდანაც. უმრავლესობის წევრმა, ელისო ჩაფიძემ შემდეგი განცხადება გააკეთა: „დღეს მეც უმცირესობის წარმომადგენელი ვარ, მეც ნაცემი და შეურაცხყოფილი ვარ“.

თინა ხიდაშელმა კი აღნიშნა, რომ უმცირესობის სპეკულაციების მიუხედავად, სრულიად ნათელია, რომ უმრავლესობის ყველა დეპუტატი გმობს და ემიჯნება იმ ფაქტს, რაც რუსთაველის გამზირზე მოხდა. მისივე თქმით, ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს ცივილიზაციაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში. როგორც დეპუტატი ამბობს, სიტუაციის დალაგების შემდეგ, აუცილებლად დაიწყება სამართლიანი გამოძიება.  

„ჩვენ ვნახეთ რა ტიპის ძალადობასთან გამკლავება მოახერხეს სამართალდამცავებმა და ზუსტად ასევე ეფექტურად მოახერხებენ ისინი ამ აქციაზე რეაგირებას. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ სამართალდამცავები სწორად მოიქცნენ, როდესაც კიდევ უფრო არ გაამწვავეს სიტუაცია. მათი ამოცანა იყო, რომ არ დაეშვათ ძალადობის ესკალაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ შეიძლება გყავდეს ცივილიზებული პოლიცია, რომელიც ახერხებს იმას, რომ, ერთის მხრივ, იყოს ცივილიზებული და მეორეს მხრივ, თავი აარიდოს მძიმე ანგარიშსწორებას საკუთარ მოქალაქეებთან .“ - ამბობს ხიდაშელი. 

დღევანდელ აქციას ქუთაისელი ახალგაზრდებიც გამოეხმაურნენ. მათ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია სოციალურ ქსელ „facebook” – ის საშუალებით დააანონსეს. ახალგაზრდები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. აქციის მთავარი ლოზუნგი იყო: “ ერთად ვუთხრათ არა დისკრიმინაციას, ძალადობას და უსამართლობას ! “ 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია