საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბავშვები საკუთარ მიწას იცავენ!
2013/05/17 11:31:18

რაში ადანაშაულებენ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები გია თევდორაძეს?

ამ წუთებში ქუთაისის ჭავჭავაძის 51 ნომრის მაცხოვრებლები აქციას მართავენ და მათი კორპუსის წინ მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ, აქციის მონაწილეეები ქუთაისის ყოფილ მერს და პარლამენტის დეპუტატს, გია თევდორაძეს ჭაჭავაძის გამზირზე, არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო ფლობაში ადანაშაულებენ, მათი თქმით, თევდორაძის ლობის ქვეშ მყოფმა ედიშერ თავხელიძემ კანონის გვერდის ავლით შეიძინა 51-ე კორპუსის წინ არსებული 56 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც უახლოეს მომავალში მარკეტისა და სასოსისეს მშენებლობას გეგმავს.

მადონა ბენიძე, ჭავჭავაძის 51 ნომრის მცხოვრები: „როგორ წარმოგიდგენიათ კორპუსის წინ 4 სართულიანი შენობის აგება? ფაქტიობრივად, სახლში მისასვლელი გზა არ გვრჩება, ბავშვებს სათამაშო ადგილი აღარ დარჩებათ. თუკი სასამართლო ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ყველა ზომას მივმართავთ, ბავშვები სკოლაში აღარ წავლენ, შიმშილობას დავიწყებთ და ჩვენს  ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობას არ დავუშვებთ, ვინც არ უნდა ლობირებდეს მას. საკუთარ მიწას ბავშვები თავად დაიცავენ.“

აქციის მონაწილეებმა მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით წერილობით უკვე მიმართეს პარლამენტს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მათ დახმარება აღუთქვა. მათი თქმით, მსგავსი სახის დაპირება ასევე მიიღეს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკო კაჭკაშიშვილისგან, თუმცა, როგორც მოქალაქეებმა ცოტა ხნის წინ გაარკვიეს, აღნიშნულ ფართზე მშენებლობის დაწყების ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მებურიშვილმა ჯერ კიდევ თებერვალში გასცა.

რა პასუხი აქვთ აქციის მონაწილეთა პროტესტზე მერიის შესაბამის სამსახურებს, „p.s.“ მათ კომენტარებს მათთან დაკავშირებისთანავე შემოგთავაზებთ.

მარი პატარაია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1377
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია