დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასამთავრობოები პრემიერს „პატრიოტების“ განცხადებებზე რეაგირებას თხოვენ
2013/05/15 13:11:48

ქუთაისის სამოქალაქო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებმა  პროტესტი გამოთქვეს „საქართველოს პატრიოტთა ალაინსის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადების მისამართით, რომელმაც ორი დღის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა: „ქუთაისის მერის კანდიდატურის შერჩევაზე საუბარი პრემიერ-მინისტრთან მიმდინარეობს. ივანიშვილის მიერ შერჩეულ კადრს ჩვენგან მხადაჭერა ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად ქალაქის მერია“.

მანანა მანაგაძე: (არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალე თითმმართველობისთვის“ წარმომადგენელი): „ეს განცხადება, არც მეტი, არც ნაკლები, კანონის დარღვევაა, ქუთაისის საზოგადოების შეურაცხყოფა, მერის შესარჩევ კონკურსში მონაწილეების აბუჩად აგდება, საკონკურსო-საატესტატო კომისიის სრული იგნორირება. მივმართავთ ბატონ პრემიერს, ქუთაისის საზოგადოება დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას გამოხატავს მისდამი, ვთხოვთ რეაგირებას ქუთაისის მერის შესარჩევი კონკურსისა და იმ განცხადებისადმი, რომელიც 13 მაისს გაკეთდა ქუთაისში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დავით თარხან-მოურავის მიერ.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია