დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტი ილიას უნივერსიტეტშიც საპროტესტო შეძახილებით შეაცილეს
2013/05/11 15:05:55

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილიას უნივერსიტეტში სტუდენტებთან შესახვედრად მივიდა. პრეზიდენტი ილიას უნივერსიტეტის „გ“ კორპუსის შენობაში შეძახილების ფონზე შეაცილეს.

მიხეილ სააკაშვილის მისვლას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე მეგობრებთან ერთად გარეთ ელოდებოდა.

ილიას უნივერსიტეტში მისულ პრეზიდენტს მათ „მკვლელი“ და „მოღალატე პრეზიდენტი“ უწოდეს.

„გ“ კორპუსის შესასვლელს ათეულობით პოლიციელი იცავს. პრეზიდენტის მისვლის დროს მათ სპეციალური კორდონები გააკეთეს.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა, სადაც მისი მისვლა და შეხვედრაზე გაკეთებული შეფასებები ასევე გააპროტესტა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა მელორ ვაჩნაძემ და სტუდენტთა ნაწილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია