დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ღარიბაშვილის ღილები“ გააკონტროლებს თუ არა თითოეულ ჩვენგანს“ ?
2013/05/11 00:20:41

 „დღევანდელი ხელისუფლება იწყებს ტოტალურ კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით“-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, შსს-მ 2 900 სათვალთვალო კამერის შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა.

„შსს-მ გამოაცხადა ტენდერი სხეულზე დასამაგერებელ 2 900 ფარულ სათვალთვალო კამერაზე, რომელშიც აპირებს დახარჯოს მილიონ ას ოცდაათიათასი ლარი. კამერები გამოიყურება ჩვეულებრივი ღილივით. შეგვიძლია ამას ვუწოდოთ „ღარიბაშვილის ღილები“, რომელიც გააკონტროლებს თითოეულ ჩვენგანს“ -განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, კამერები არის მინიატურული ზომის და ღამის ხილვადობის საშუალებებითაა აღჭურვილი. ასევე ფოტო და ვიდეოჩაწერების ფუნქცია აქვს. „ღარიბაშვილის ღილები“ ხვალიდან და უახლოეს მომავალში იქნება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი“- განაცხადა ვაშაძემ. 

აღნიშნული კამერების შესახებ განმარტება შსს-მუკვე გამოაქვეყნა თავის "facebook"-ის ოფიციალურ გვერდზე. გთავაზობთ ამ განმარტებას სრულად:

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2900 ცალი უნიფორმაზე სატარებელი სამეთვალყურეო ვიდეოკამერის შეძენის შესახებ ტენდერი 7 მაისს გამოაცხადა. აღნიშნული ვიდეოკამერები გათვალისწინებულია საპატრულო ეკიპაჟებისა და პატრულ-ინსპექტორებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 

ვიდეოკამერების შეძენის ტენდერი ღიად და გამჭვირვალედ ტარდება. პატრულ-ინსპექტორების კამერებით აღჭურვის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება, ხოლო მედიისთვის პრეზენტაცია ჩატარდება.

ვიდეოკამერები გამოიყენება საპატრულო პოლიციის მუშაობის 
მონიტორინგისათვის, ადამიანის უფლებების დაცვის საიმედოობის 
ამაღლებისათვის, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში პატრულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორის შეფასებისთვის. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვიდეოკამერების გამოყენებისას, მოქალაქე დაუყოვნებლივ იქნება გაფრთხილებული პატრულ-ინსპექტორის მიერ."

მუშაობის ეს მეთოდი წლების განმავლობაში აპრობირებულია აშშ-ში, დიდი ბრიტანეთსა და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.

 

აღნიშნული სიახლე ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს მოქალაქისა და პატრულის ურთიერთობას, ვინაიდან კამერების ჩანაწერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ორივე მხარისათვის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია