საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ეს არის პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთა ივანიშვილის მხრიდან "
2013/05/08 00:20:52

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორმა , თამარ ჩერგოლეიშვილმა "პოზიციის" ეთერში თავისი პოზიცია დააფიქსირა იმ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, რაც გავრცელდა გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.  


ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ვიდეოს გადამღებიც და გამომქვეყნებელიც თანაბრად დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს. თუმცა, ის აღშფოთებულია  პრემიერმინისტრის გამონათქვამებით იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კადრები "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა:

"ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრმა  ინტერვიუში თქვა, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, ანუ, კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრმა გაუსწრო მოვლენებს, მიუხედავად იმისა, რომ დელიკატურად მას ამასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა პარლამენტის თავმჯდომარემ, როცა აღნიშნა, მოვლენებს წინ არ გაუსწროთ და გამოძიების შედეგებს დაველოდოთ ხოლმეო. პრემიერმა კი არა, არავინ არ იცის ეს კადრები როდის არის გადაღებული და ვის მიერ არის გადაღებული, მაგრამ ის პირდაპირ პოლიტიკურ დაკვეთას აძლევს გამოძიებას, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" გაკეთებული და რატომღაც ხელს აფარებს ხვედელიძესა და ნაცვლიშივილს. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთა ივანიშვილის მხრიდან და ცხადია, ეს ხელს შეუშლის გამოძიებას", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.


ჩერგოლეიშვილის თქმით, კომიკურია პრემიერისგან იმის მტკიცება, რომ სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფა არ არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა.

,,ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, ორიოდე თვის წინ პრემიერ-მინისტრი როგორ არჩევდა თავისივე თავდაცვის მინისტრის პირადი ცხოვრების დეტალებს: ჭორაობდა, პრაქტიკულად. პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უთქვამს, რომ "ასავალ-დასავალი" არის მისი საყვარელი გაზეთი, ეს გაზეთი კი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების პირადი ცხოვრების ხელყოფა, "ასავალ-დასავალი" ამხელს ადამიანებს ამორალურობაში, ჰომოსექსუალიზმში და ა.შ.", - განაცხადა  თამარ ჩერგოლეიშვილმა,– "აუცილებლად უნდა დაისაჯოს ამის გამავრცელებლი, აქ საკანონმდებლო ცვლილებებზეც იყო საუბარი, ბუსუსებიან  პრეზერვატივებზე სასაუბროდ თუ გქონდათ დრო და მოიცალეთ, როგორ ვერ მოიცალეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის, როგორიც არის ადმაიანის პირადი ცხოვრება ძალიან მიკვირს. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ადამიანის პირადი ცხოვრება არასდროს არ იყო პატივცემული, არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, არამედ ზოგადად, საზოგადოების მხრიდან, ხელისუფლებების მხრიდან სხვადასხვა მეთოდებით ხდებოდა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფა.

ყველას კარგად გვახსოვს ასლან აბაშიძისა და შევარდნაძის დრო, სადაც ტუალეტში ჩაწერილ ინტიმურ კადრებს ავრცელებდნენ რაღაც კასეტებით, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, შემდეგ გვახსოვს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მსგავსი ჩანაწერებით ამხელდა ხოლმე პოლიტიკურ ოპონენტებს, ძირითადად, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში. ჩემი პრობლემა წინა ხელისუფლებასთან იყო ის, რომ ეს თითქმის არასდროს არ მთავრდებოდა ხოლმე სამართლებრივი შედეგით. ხაინდრავა იქნება ეს თუ ბურჯანაძე, ისინი არ გასამართლებულან.

ისეთი შთაბეჭდილებოდა რჩებოდა, რომ თითქოს მხოლოდ დისკრედიტაციისთვის იყო ეს ყველაფერი, რადგან სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა. თუ მართლაც ჩადიოდნენ ეს ადამიანები იმ დანაშაულებს, მაშინ ისინი ციხეში უნდა მჯდარიყვნენ. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ კი არა, უარესობისკენ წავიდა. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ასლან აბაშიძის დროში დავბრუნდი, უბრალოდ მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში".

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1239
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია