დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლადო ბედუკაძე დათა ახალაიას ეხმიანება...
2013/04/16 02:15:02

დათა ახალაიას განცხადებასტან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ლადო ბედუკაძის კომენტარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“არ ვიცი,  რა სახის მტკიცებულებზე საუბრობს დათა ახალაია,მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო: „ ციხის ამაზრზენი კადრები“ შექმნა და ქვეყანაში დანაშaულებრივი სისტემა ჩამოაყალიბა პირადად მიხეილ სააკაშვილმა და მუდმივად ქვეყნის სათავეში ყოფნის  მისმა ავადმყოფურმა მიდრეკილებებმა.  სექტა, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას, სწორედ სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, ძმები ახალაიების, ბოკერიას, უგულავას და სხვათა შემადგენლობით უნდა გასამართლდეს, როგორც ამ რეჟიმის შემომქმედი და სულისჩამდგმელი.

სასაცილოა იმის მტკიცება, რომ, ახალაიას განმარტებით, კადრების გ ა დ ა ღ ე ბ ა „რამაც საბოლოოდ დაანგრია სააკაშვილის ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიჯი და გადამწყვეტი როლი ითამაშა მის დამარცხებაში“ ვინმეს, მით უმეტეს „ბლუ ვანოს“ დაკვეთილია.

ამ კადრების სააშკარაოზე გამოტანისას ჩემი მიზანი სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის მსხვრევა და ქვეყანაში გამეფებული უკანონობის,უსამართლობის, შიშის, ნიჰილიზმის,განუკითხაობის,მკვლელობების, საპრობილეებში პატიმართა ცემის, წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის დასრულება იყო, რაც ღვთის განგებით აღსრულდა და ამას უკან ვერავინ დააბრუნებს, რაც არ უნდა აბსურდული განცხადებები ავრცელოს.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია