დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მომხდარი მკვლელობა უკვე გახსნილია
2013/04/12 14:42:37

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, ტყიბულის რაიონული სამმართველოსა და იმერეთის კონტრდაზვერვის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული გიორგი ხ. დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა  2013 წლის 11 აპრილს, ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა 1965 წელს დაბადებულ დავით წიქარიშვილს.

 

გიორგი ხ–მ  მოკლულის ზურგჩანთა, მობილური ტელეფონი და საფულე გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

 

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ძიების მსვლელობისას, შესაძლოა, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გიორგი ხ-ს  სისხლის სამართლის სხვა მუხლებითაც წარედგინოს ბრალდება"-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია