დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უმცირესობა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას უპირობოდ ითხოვს
2013/03/21 17:49:32

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი 78 პარლამენტარია.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ პირველად სიტყვა საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო საყოველთაო განხილვის კომისიის თავმჯოდმარეს, მანანა კობახიძეს მისცა. კობახიძის თქმით, 2012 წლის 28 დეკემბერს 78 წევრის ინიციატივით იქნა ეს ცვლილება წამოყენებული, რომელიც შეეხება იმ ნორმების გადასინჯვას, რომელიც  საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნას აწესრიგებს. არსებული კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება გადააყენოს მთავრობა და შექმნას ახალი მთავრობა, მას არა აქვს  უფლება დათხოვოს ხელისუფლებამისი  არჩევიდან 6 თვემდე  და პრეზიდენტის ვადის დასრულებამდე დასრულებამდე 6 თვით ადრე. კობახიძის თქმით,  ეს ნორმა შეიცავს რისკებს და იწვევს დესტაბილიზაციის შექმნის საფრთხეს ქვეყანაში.საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო საყოველთაო განხილვის კომისიამ12 დასკვნითი სხდომა ჩაატარა, ის 14 -ჯერ შეიკრიბა, ჩატარდა შეხვედრები რეგიონებშც. საკითხის განხილვაში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების წევრები, პოლიტიკური პარტიები და  ჟურნალისტების. კობახიძის თქმით, სამწუახაროა, რომ უმცირესობა პირველი ორი განხილვის შემდეგ შეხვედრებს გამოეთიშა.

აღნიშნულ კანონპროექტზე მომხსენებელი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეა. ხმალაძის თქმით, აღნიშნული ნორმა, რომ პრეზიდენტს აღარ ექნება ახალი ხელისუფლების დათხოვნის უფლება იმოქმედებს მხოლოდ 2013 წლის ოქტომბრამდე. 2013 წლის ოქტომბერში, ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ კი ამოქმედდება კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელსაც დეპუტატებმა ხმა 2010 წელს უკვე მისცეს. „ოქტომბრამდე ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საჭირო იმიტომ გახდა, რომ აღმოიფხვრას ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის საფრთხე“. - აღნიშნა ხმალაძემ.

გიგი წერეთლის განცხადებით, არ არსებობდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებების დაყენების საჭიროება, რადგან პრეზიდენტმა არაერთხელ გააჟღერა, რომ ის არსებული ნორმის გამოყენებას არ აპირებს.

წერეთელს კანონპროექტისთანამომხსენებელი შალვა შვგულიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციაში არსებობდეს მსგავსი სახის ჩანაწერი. მისი თქმით, პარლამენტს უნდა დაუბრუნდეს წართმეული ღირსება და უფლებები.

პავლე კუბლაშვილმა კი განაცხადა, რომ ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა და ამის შემდეგ ექნება მხარდაჭერა ამ საკონტიტუციო ცვლილებებს. კუბლაშვილის თქმით, უმრავლესობა უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ მას აქვს უმრავლესობა, დიდი ხანია ისინი ახდენდნენ ზეწოლას უმცირესობის წევრებზე სწორედ ამიტომ მათ ახლა სურთ ხალხს დაანახონ, რომ ეს იყო სიცრუე და სინამდვილეში მათ არ ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა.

წიკლაურის თქმით კი, თუ სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩატარდება, ნათელი იქნება, რომ ამ ცვლილებებს რეალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს უმრავლესობისთვის და ეს იყო ოპოზიციის განადგურების მცდელობა.

ინფორმაციისთვის: პლენარული სხდომის დაწყებამდე უმრავლესობა კატეგორიულ უარს აცხადებდა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებაზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2017
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია