დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვაჰაგან ჩახალიანი პარლამენტში იმყოფებოდა
2013/03/21 10:26:57

გავრცელებული ინფორმაციით,ორგანიზაცია „ჯავახკის" თავმჯდომარე ვაჰაგან ჩახალიანი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის წევრებს შეხვდა.  ჩახალიანის პარლამენტში ყოფნის ფაქტს უმრავლესობიდან დეპუტატი რუსლან კოღოსიანი ადასტურებს. მისი თქმით, ის ჩახალიანს დერეფანში შეხვდა და მიესალმა. აღნიშნულ ინფორმაციას გედევან ფოფხაძეც ადასტურებს.

„ჩახალიანი მართლაც იყო მოსული, თუმცა  რა დოკუმენტები შემოიტანა არ ვიცი იმიტომ, რომ ეს დოკუმენტები უნდა გატარდეს რეგისტრაციაში და შეიძლება მერე ვნახო, არ დავინტერესებულვარ. ფიზიკურად იყო მოსული სხვა მოქალაქესთან დაკავშირებით და მე შემხვდა იმიტომ, რომ ჩემს გვერდზე მდებარე ოთახში მოუწია შეხვედრა. ვკითხე, ხომ არაფერი სჭირდებოდა, თუმცა მას კომიტეტის რომელიმე წევრთან შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამს. მეც არ გამიგრძელებია საუბარი. თავი დავუკარი და გამოვედი. ის არ იყო, რაც გავრცელდა,“ - ამბობს ფოფხაძე.

„ჩახალიანი კი ვიცი, მაგრამ აქ თუ იყო არ ვიცი. სააკაშვილის გადამკიდე ლეგენდად აქციესეს კაცი,“ - ამბობს გია ცაგარეიშვილი. 

„ადამიანის უფლებათა კომიტეტში იყო მოსული და ესაუბრა ადამიანებს, ამის მეტი არაფერი არ ვიცი“ - აცხადებს თინა ხიდაშელი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ პარლამენტში მყოფი „ჯავახკის“ ლიდერი ვაჰაგან ჩახალიანი იურდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ მათ  აქვთ ურთიერთობა კრიმინალებთნ და სეპარატისტებთან, რადგან ჩახალიანი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია,“- ამბობს რატიანი. 

შეგახსენებთ, რომ ჩახალიანი პარლამენტს პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას სთხოვდა, თუმცა ის პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1968
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია