საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება ეკა ბესელიას ბრალდებებზე ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას მიმართ
2013/03/18 22:07:42

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პოზიცია მის წევრთან, ელისო ჯანაშიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე.

 

"2013 წლის 14 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონულ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა, ელისო ჯანაშიამ, პრემიერ მინისტრს დაუსვა შეკითხვა პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას, ქალაქ ფოთში საქმიანობის შესახებ.

 

კერძოდ, „რაც ახლაფოთში ხდება, სცდება თვითმმართველობის გაჯანსაღების პროცესს. ვგულისხმობ ფოთის მაჟორიტარიდეპუტატის შეუზღუდავ ძალაუფლებას, რის თაობაზეც წინა ხელისუფლების დროს ვაკეთებდით აქცენტს, იგივე გოროზიაზე, ახალაიაზე, რომ უფლება ჰქონდათ შეუზღუდავად დაენიშნათ, გაეთავისუფლებინათ ვიღაც, ჩარეულიყვნენ ბიუჯეტის ფორმირებაში.

 

მერი, პროკურორი, პოლიციის უფროსი, საგადასახადოს უფროსი, მერის მოადგილეები დანიშნული არიან ბესელიას რეკომენდაციით. სრულად აკონტროლებს საკრებულოს, ერევა საბიუჯეტო პროცესებში, რაც არ არის მიზანშეწონილი. ასევე, პირად საუბარში გააკეთაასეთი განცხადება, რომ თქვენ მას ჩააბარეთ ფოთი.“ საპასუხოდ, პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტების არსებობა ამაზრზენია და თუ მათი ნამდვილობა დადასტურდება, ეკა ბესელია გაირიცხება გუნდიდან.


პრესკონფერენციის შემდეგ, პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ, შეაფასა ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა. მისი მოსაზრებით, კითხვა დაისვა პირადი მოტივებიდან გამომდინარე. პარლამენტის წევრი ასევე შეეხო, ელისო ჯანაშიას ოჯახის წევრების პირადი ცხოვრების საკითხებსაც.


საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულია თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსის სიტყვის თავისუფლება. ამავე დროს, პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დაცულია კონსიტუციის 44-ემუხლით, რომელიც ქალბატონმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტთან მიმართებაში დაარღვია.
ქარტია პარლამენტის წევრს შეახსენებს, რომ ჟურნალისტის პროფესიული ვალდებულებაა, დასვას კითხვები, მათ შორის, მტკივნეულ თემებზე.

 

ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა თავი შეიკავონ ჟურნალისტების ბრალდებებისაგან და მათი ოჯახის წევრების პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებისაგან.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ქალბატონ ეკა ბესელიას და ნებისმიერ სხვა პირს: იმ შემთხვევაში, თუ თვლიან, რომ ქარტიის წევრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ან შეკითხვა შეიცავს არაზუსტ ფაქტებს, მიმართონ ქარტიას. ქარტია მათთან ერთად იმსჯელებს ფაქტების სიზუსტესა და ჟურნალისტის მიუკერძოებლობის საკითხზე."- ნათქვამია განცხადებაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია