დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
GPB-ს სამეურვეო საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
2013/03/04 22:19:18

საზოგადოებირვი მაუწყებელის სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა და ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ ამა წლის 4 მარტს სამეურვეო საბჭომ განიხილა მაუწყებელში შექმნილი ვითარება. საკითხის განხილვას წინ უძღოდა მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბართაშვილის მიერ ამავე ორგანიზაციის საზოგადოებრივ პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან ფაქტობრივი გადაყენება და ამ უკანასკნელის მიერ გენერალური დირექტორის დადანაშაულება მისი მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის, პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებსა და ფინანსური გარიგების შეთავაზებაში. ყოველივე ამას მოჰყვა ორივე მხრიდან განცხადებებისა და ბვრალდებების გაცვლა, როგორც მაუწყებლის ეთერის, ისე სოციალური მედიის გამოყენებით.

საზოგადოებირვი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მთავარი ფუნქცია მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ზედამხედველობა, მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მაუწყებლის რეპუტაციის დაცვაა. აქედან გამომდინარე სამეურვეო საბჭომ ვალდებულად ჩათვალა განეხილა ზემოთაღნიშნული საკითხი. საბჭომ მოისმინა ორივე მხარის არგუმენტები, რის შემდგაც საბჭოს მოთხოვნით, მაუწყებლობის შესახებ კანონის 32-ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტის თანახმად დადგა გენერალური დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი.  

მაუწყებლობის შესახებ კანონის 32-ე მუხლის მესამე პრიმა მუხლის საფუძვლით გაათავისუფლა გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.

სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილების მღებისას ხელმძღვანელობდა შემდეგი არგუმენტებით

საზოგადოებირივი მაუწყებლის ძუმთავრეს ფუნქციაა იყოს პოლიტიკური კონიუქტურისგან თავისუფალი და ასრულებდეს თავის ძირითად მიზანს მიაწოდოს მოსახლეობას დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფრომაცია

საბჭო ვალდებულია დაიცვას მაუწყებელი შესაძლო პოლიტიკური ზეგავლენებისგან და უზრუნველყოს მაუწყებლის რეპუტაცია.

ფორმა რომლითაც საზოგადოებას კონფლიქტი მიეწოდა, ზიანს აყენებს მაუწყებელს მის შიდა სტაბილურობას. მხარეებს უნდა გამოეჩინათ თავშეკავება და კეთილგონიერება რათა კონფლიქტი არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. საბჭო ხელმძღვანელობს მხოლდო კანონით, ეჭქვეშ არ აყენებს გენერალური დირექტორის უფლებას მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები და დაუშვებლად მიჩნევს, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება საკადრო საკითხებში  ჩარევის მცდელობად იქნას ინტერპრეტირებული.

ასეთი კრიზისული ვითარების შექმნა იმ პირობებში, როდესაც   მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა, მიგვაჩნია უპასუხისმგებლობად და საზოგადოების ინტერესებისთვის საფრთხის შემცველად

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუყწოზებს საზოგადოებას  საერთაშორისო პარტნიორებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს თვალყუტი ადევნონ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს.  ჩვენი მხრიდან მზადყოფნას გამოვთქვამთ მაუწყებელში არსებულ მდგომარეობაზე უწყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია