დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებს აქციაზე მისვლას კვლავ აიძულებენ
2013/03/04 17:20:24

ქუთაისის თვითმმართველობების მიერ ჩატარებული გამაფრთხილებელი აქციის პარალელურად, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ, ბრიფინგი გამართა.  თვითმმართველობის წარმომადგენელთა მიერ გამართულ აქციასა და მასში მონაწილეობისათვის სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა მიყვანის ფორმაზე ისაუბრა.

მამუკა მღვდელაძე (ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე): "მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ აქციას და შევაფასო ძალიან უარყოფითად ის ფაქტი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აიძულებს სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, რომ შეურეთდნენ აქციას, მიუხედავად იმისა, იზიარებენ თუ არა ამ აქციის შინაარსს.

მე შინაარსზე არ გავმახვილდები,  რადგან არიან ადამიანები, ვინც მართლაც გულით და სულით მოვიდნენ ამ აქციაზე, მაქრამ მაქვს უამრავი ფაქტი, როდესაც გვირეკავდნენ ააიპე-ბიდად, ბაღებიდან, მუნიციპალიტეტებიდან, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურებიდან, დასუფთავებიდან და გვეუბნებოდნენ, თუ როგორ აიძულებენ აქციაზე მისვლას, ეს არ არის კარგი ფორმა. ვისაც სურვილი აქვს ის თავისი ნებით მივა, მაგრამ როდესაც იძულების წესით ყოფ საზოგადოებას და აკეთებ მის დაკავშირებას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, ეს არის უაღრესად უარყოფიტი ფაქტი."

მღვდელაძე ბრიფინგზე ბოლო საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რიგით ადამიანები, რომელთაც კონსტიტუციური უფლება ჰქონდათ, საკრებულოს სხდომაზე სწორედ იმიტომ არ დაასწრეს, რომ მათი პროტესტი არ მოესმინათ,"ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებმა კი საკრებულოს სხდომათა დარბაზი ორი-სამი საათით ადრე დაიკავეს.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მოუწოდებს "ნაციონალურ მოძრაობას",  შეწყვიტონ სახელმწიფო რესურსების მავნედ გამოყენება, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს კი ურჩევს, ნუ იქნებიან შიშის და ტერორის ქვეშ, ვინაიდან დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მათ შიშის დაძლევის საშუალება აქვთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია