დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის თვითმმართველობები გაფიცვებით იმუქრებიან
2013/03/04 16:56:48

"კარგი მთავრობა თვითმმართელობების საქმიანობებში არ ერევა" ამ ლოზუნგის ფონზე გაიმართა გამაფრთხილებელი აქცია დღეს, ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობასთან. აქციაში მონაწილეობას მერიის, მუნიციპალიტეტების და ქალაქში არსებული სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები იღებდნენ. აქციის მონაწილეები, მათი მისამართით გახშირებულ ზეწოლების შეწყვეტას, რაც დაკითხვებით და პროკურატურაში დაბარებებით გამოიხატება და მუშაობის საშუალების მიცემას ითხოვდნენ.

ქუთაისის მერის, ბესიკ ბრეგაძეის განცხადებით: " თუკი მთავრობა არ შეწყვეტს მერიის თანამშრომლეთა დაკითხვებს, წინაარმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, მივმართოთ პროტესტის რადიკალურ ზომებს და გავიფიცოთ. ასევე მთელ ქალქში შევწყვიტოთ დასუფთავების , სახანძროს და და ჩვენტან დაქვემდებარებული სხვა სერვისების მომსახურება, რისთვისაც ადგილობრივ მოსახლეობას წინასწარ ვუხდით ბოდიშს."

როგორც თვითმმართელობების წარმომადგენლები აცხადებდნენ 2012 წლის არჩევნებში მოსახლეობამ არა თვითმმართველობები, არამედ პარლამენტი აირჩია, ამიტომაც მათი მისამართით გახშირებული ზეწოლები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

თუმცა აქციაზე იყვნენ ისეთი, რიგითიქუტაისელები, რომლებიც თავად ადმინისტრაციული შენობის თანამშრომელთა მრავალწლიან უმოქმედობას აპროტესტებდა და უკვირთა მერიის თანამშრომლები რა უფლებების შეწყვეტაზე საუბრობდნენ.

ლია შვანგირაძე, სოციალურად დაუცველი: "ცხრა წლის მანძლზე რა გააკეთეს ანდა ახლა   ვინ შეავიწრივათ მერიის თანამშრომლები?, გაჭირვებულ ხალხს თუ დახმარებიან ამ ხნის მანძილზე, ყურადრებასაც, რომ არ აქცევდნენ.ჩემი და ჩემნაირი გაჭირვებულების სახელით, რომელიც მილიონია ამ ქალაქში, ვეკითხები ადგილობრივ ხელისუფლებას,  რატომ აქამდე არ დაინტერესებულან ხალხის ბედით?"

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია