საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
“გკოცნით ყველას, თქვენი იურისტი, თეა წულუკიანი...
2013/03/02 02:26:49

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავის "ფეისბუქზე" მის განათლებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე განმარტებას აკეთებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს დავბრუნდი საქართველოში. მინდა ყველა ჩემს გულშემატკივარს ვუთხრა მადლობა და მოვუწოდო სიმშვიდისაკენ. როგორც ახლა უკვე ნათლად იკვეთება, მომავალი რამდენიმე კვირა თანაარსებობის რთული პერიოდი იქნება. გახშირდება ვერბალური თავდასხმები მთავრობაზე და მის წევრებზე. ჩემი, როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრის ვალია, საზოგადოებას მივცე სიმშვიდის მაგალითი. ზოგიერთ ბრალდებას პასუხის ღირსად არ ვთვლი. თუმცა, სამშაბათს მექნება ეთერი პირველ არხზე, რომლის დროსაც გაშუქდება ის მნიშნველოვანი და წარმატებული ვიზიტები, რაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩავატარე და, თუ ჟურნალისტი ჩემი განათლებითაც დაინტერესდება, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, საზოგადოებას ამომწურავ პასუხს გავცემ.
გკოცნით ყველას, თქვენი იურისტი, თეა წულუკიანი..."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია